ისეთი სახლი მინდა გაჩუქო, შენ რომ იცხოვრებ, ისეთი სიტყვა მინდა დავწერო, შენ რომ გაიგებ, ისეთი შუქი მინდა აგინთო, შენ რომ გაგათბოს, ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს, მე რომ მოგიტან, შენ იცხოვრე ჩემთან, მე მოგიტან წყალს_ი.ჩარკვიანი
მახსოვს, 7 წლის წინ, 2006წლის 24 თებერვალს, თქვეს ის საკუთარ სახლში გარდაიცვალაო...
ირაკლი ჩარკვიანი 1961წლის 19ნოემბერს დაიბადა. მისი მუსიკალური კარიერა 1976წლიდან იწყება. ბოლო წლებში მან თავისთავს მეფე უწოდა და სწორედ ამ ფსევდონიმით დარჩა ის მისი გულშემატკივრების, და არა მარტო გულშემატკივრების, ცხოვრებაში. ქმნიდა განსხვავებულ მუსიკას, იყო გამორჩეული სტილის, ჟანრის. თავად წერდა ტექსტებს, მართალს, თავისუფალს, რეალურს. არ ვიქნები სუბიექტური თუ ვიტყვი, რომ ის ნამდვილად იყო ქართული მუსიკალური სამყაროს "მეფე". მისი სიმღერები გამოშვებისთანავე ჰიტი ხდებოდა, თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ ის სიკვდილის მერე უფრო შეიყვარეს და მოიწონეს, თუმცა აქ არაფერია გასაკვირი ეს ხომ საქართველოა...
მეფე ანუ ირაკლი ბიძაჩემი იკო მე მის საპატივცემულოდ დამარქვეს ირაკლი მე ძალიან მწყდება გული რომ ოჯახსჰი აგარ ვართ ორი ირაკლი და ორივე ჩარკვიანი მაგრამ რა ვუყოთ დრო ყველაფრის მკურნალია ირაკლიმ თავისი თქვა გააკეთა და წავიდა და ესეთ რამე თქვა: "ვისაც უნდა იმან დალიოს ის მჟავე წყლები ხალხში რო ქვია ტკბილი სიბერეო" მას არ უნდოდა დაბერება და 44 წელი მის წიგნშიც არის ნახსენები როგორც ფატალური წელი