![დევიდ ბექჰემმა პრესკონფერენცია
"ბარსელონასთან" თამაშის წინ გამართა image](/uploads/article_images/small/300871365615427.jpg)
არასოდეს დავიღლები "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველის დევიდ ბექჰემზე საუბრით და მოგითხრობთ მის მიერ მოწვეულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალის საპასუხო მატჩში " ბარსელონასთან" სტუმრობის წინ გამართა.
![დევიდ ბექჰემმა პრესკონფერენცია
"ბარსელონასთან" თამაშის წინ გამართა image](/uploads/article_images/small/300871365615481.jpg)
როგორც ბექჰემი ამბობს, მათ ძალიან დაძაბული თამაში ელით წინ, მაგრამ პსჟ-ში გადასვლამდე კარგად ესმოდა თუ როგორი მოთმინება უნდა გამოეჩინა და მოედანზე გასასვლელად ძალიან ბევრი უნდა ემუშავა საკუთარ თავზე.
![დევიდ ბექჰემმა პრესკონფერენცია
"ბარსელონასთან" თამაშის წინ გამართა image](/uploads/article_images/small/300871365615605.jpg)
თავდაპირველად არც კი უფიქრია ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობაზე, მაგრამ ისეთი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც "ბარსაა", მას განსაკუთრებულ შემართებას მატებს და აცხადებს:-"ისეთი გუნდის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიც "ბარსაა", მართლაც განსაკუთრებული გრძნობაა..."ბარსელონასთან" ყოველი შეხვედრა განსაკუთრებულია, "კამპ ნოუზე" თამაში კი ყველაზე ძნელი.მართალია, "კამპ ნოუს" სტადიონზე თამაში ყველა გუნდს უჭირს, მაგრამ არა ერთხელ მომიგია..."
![დევიდ ბექჰემმა პრესკონფერენცია
"ბარსელონასთან" თამაშის წინ გამართა image](/uploads/article_images/small/300871365615528.jpg)
ასეთივე შემართებით ფიქრობს "ბარსელონასთან" საპასუხო მატჩზე და მთელი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს.ფეხბურთელს გაკვირვება არ დაუმალავს, როცა პარიზში ჩასულს კარლო ანჩელოტიმ პირველივე წუთებიდან მოედანზე შესვლა შესთავაზა, რაც იმას ნიშნავს, რომ მწვრთნელი ენდობა და აფასებს მის შესაძლებლობებს. "ბარსასთან" მოგებას არ გამორიცხავს, მაგრამ აღიარებს, რომ ძალიან გაუჭირდებათ.-"რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.ბარსელონაში გამარჯვების რწმენით უნდა გავემგზავროთ."- განაცხადა დევიდ ბექჰემმა.
სხვადასხვა სპორტული გადაცემა მიუძღვნეს ბექჰემის თავდაუღალავ და მონდომებულ ვარჯიშს. ძალიან ბევრს საუბრობენ მოახლოებულ მატჩზე, რომელიც დღეს გაიმართება, ეჭვის თვალით უყურებენ ფეხბურთის კრიტიკოსები იქედან გამომდინარე, რომ( "ბარსას" ბომბარდირი ტრამვირებულია და ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი, ითამაშებს თუ არა მესი.)
დევიდ ბექჰემი კი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ თამაშით ტკბება და მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებისგან.დარწმუნებული ვარ ჩვენც მაქსიმალურ სიამოვნებას მივიღებთ დღევანდელი მატჩით, შედეგებზე წინასწარ რომ არ ვისაუბროთ - ვის სასარგებლოდ დასრულდება დღევანდელი შეხვედრა.
![დევიდ ბექჰემმა პრესკონფერენცია
"ბარსელონასთან" თამაშის წინ გამართა image](/uploads/article_images/small/300871365615656.jpg)
ახლა ვუყურებ.
თუ მესის???სხვათაშორის აბიდალი ითამაშებს
იბრაჰიმოვიჩიც და მესი-?
თუმცა, როგორც იტყვიან, ”ბურთი მრგვალია”:)