x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510067
საინტერესო და უცნაური ფაქტები ჩიტებზე

imageამ სტატიაში გაეცნობით საინტერესო ფაქტებს ჩიტებზე.
მე-9 ადგილი
ჩიტებს შეუძლიათ ბევრი მუსიკალური ინსტრუმენტის ხმის გამოცემა. მაგალითად, ავსტრალიური ამადინას სიმღერა ჰობოის ბგერებს გვაგონებს, ხოლო მწვანე თეთრმუცელა მტრედისა და ვეფხვა-ასტრილდის გალობა - ფლეიტის ბგერებს. ტყის თხიწველიების ხმა ფაგოტის ჯღერადობას მოგვაგონებს.
მე-8 ადგილი
მსოფლიოში საუკეთესო იმიტატორების რიცხვს მიეკუთვნებიან მაინები, კუდქნარები და, რა თქმა უნდა, კაჭკაჭები. მათ შეუძლიათ გააკეთონ სხვა 21 სახეობის ფრინველის იმიტაცია - დაწყებული თოლიებისა და ქორ-შევარდენების ყივილით და დამთავრებული შაშვის სიმღერით. ზოგჯერ, კაჭკაჭი კარის ჭრაჭუნის ან თუნდაც კატის კნავილის იმიტაციას აკეთებს.
მე-7 ადგილი
სამხრეთ-ამერიკული იშვიათი ფრინველის, რიჯლის, ყივილი ძაღლის ყეფას მოგვაგონებს. ორნითოლოგებმა ეს სახეობა აღმოაჩინეს მხოლოდ 1997 წელს, სამხრეთ ეკვადორში. მათი აზრით, ეს ფრინველი თავისი ყეფით აშინებს მტრებს, რომლებიც მისი ტერიტორიის საზღვრებში არიან.
მე-6 ადგილი
ღორიხვას ერთ-ერთი სიმღერა მოგვაგონებს იოდელს, ალპებში მცხოვრები მწყემსების სიმღერას.
მე-5 ადგილი
ჩიტის ვოკალური შესაძლებლობები დამოკიდებულია საკვებზე, რომელსაც იგი ჭამს და შესაბამისად ნისკარტის ფორმაზე. ყველაზე რთულ ბგერებს გამოცემენ მწერიჭამია ჩიტები, რომელთაც აქვთ პატარა, ვიწრო ნისკარტი, ხოლო მასიური ნისკარტის მქონე ჩიტებს არ შეუძლიათ ისევე სწრაფად და ლამაზად შეუნაცვლონ ბგერები ერთმანეთს.
მე-4 ადგილი
ამბობენ, რომ ყველაზე განვითარებული მუსიკალური სმენა ჩვეულებრივ ბულბულს აქვს. ზოგიერთ მათგანს შეუძლია დაიმახსოვროს და გააჟღეროს მუსიკალური ფრაგმენტები, რომლებშიც რამდენიმე ათეული სხვადასხვა ბგერაა.
მე-3 ადგილი
ჩიტების სიმღერები თაობიდან თაობებს გადაეცემა. ტროპიკულ ნიბლიებში, მამა თავის მამრ შვილებს ასწავლის სიმღერას, ხოლო დედა - მდედრებს.
მე-2 ადგილი
მდედრი ინდური იაკანა მამრების გარემოცვაში ცხოვრობს. მამრები კი მდედრის ყურადღების მისაქცევად ცდილობენ ერთმანეთს აჯობონ ყივილში და შედეგად საშინელი ხმაური წარმოიქმნება.
1-ლი ადგილი
ცნობილია, რომ მოცარტის შთაგონების ერთ-ერთი წყარო მისი შოშია იყო. ერთხელ შოშიამ მოცარტის მიერ ახლად დაწერილი ფორტეპიანოს პარტიის ფრაგმენტი წაიმღერა, თუმცა დიეზები ბემოლით შეცვალა. მოცარტმა აღიარა, რომ ეს ვარიანტი უკეთ ჟღერდა და ასე შეიტანა ნაწარმოების საბოლოო ვარიანტში.

0
125
1-ს მოსწონს
ავტორი:Fantas
Fantas
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0