x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გერმანულ ლუდში დარიშხანი აღმოაჩინეს

imageმეცნიერებმა რიგ გერმანულ ლუდის სახეობაში აღმოაჩინეს დარიშხანის მომატებული რაოდენობა, ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლულებმა, კონკრეტული სახეობები არაა დასახელებული, თუმცა ნათქვამია, რომ 140 ნიმუშში დარიშხანის რაოდენობა 10-მიკროგრამით აღემატება დასაშვებ ზღვარს 1 ლიტრზე."როდესაც დარიშხანის დოზა უფრო მეტია ლუდში, ვიდრე ეს ჩვეულებრივ წყალშია, ესე იგი წყარო სხვაგან უნდა ვეძებოთ"-აღნიშნა მოხსენების ავტორმა მეჰმედ კოელჰანმა.კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ლუდში დარიშხანი საფილტრი მოწყობილობიდან მოხვდა, რომელსაც კიზელგური ჰქვია, იგი ალაოსა და საფუარის ნარჩენებისგან წმინდავს ლუდს.კაზელგური შედგება დიატუმის ნარჩენებისგან და გამოიყენება ტექსტილის, ნავთობპროდუქტების და კვების მრეწველობაში.კოელჰანის თქმით ლუდის მწარმოებლებმა ეს უნდა იცოდნენ და გაითვალისწინონ, პრობლემის გადაწყვეტა სრულიად მარტივად შეიძლება, გამოყენების წინ კარგად გარეცხონ წყლით კიზელგური.

0
80
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
80
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0