x
მეტი
  • 23.08.2024
  • სტატია:136654
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510875
რიო დე ჟანეირო

imageადგილი სადაც მოხვედრა ყველა ადამიანის ოცნებაა, ადგილი სადაც მზე სხვანაირად ანათებს, სადაც სიცოცხლეს სხვა ფერები აქვს, ეს რიო დე ჟანეიროა.






image



რიო დე ჟანეირო ბრაზილიის ატლანტიკური სანაპიროს წვრილ, გამოშვერილ ზოლზე მდებარეობს. მიუხედავათ ბევრი ლამაზი ადგილისა, ბევრი სხვა მნიშვნელოვანი არქიტექტურისა თუ ისტორიისაა, რიო ყველაზე ნათელი წერტილია ბრაზილიის, რის გამოც შეიძლება მხოლოდ მოისურვო ამ ქვეყანაში მოხვედრა.რიო ერთადერთი ქალაქია ალბათ რომელსაც ფერი აქვს და ის ყვითელია, მზის ფერი.ქალაქი ტურისტული ცენტრია, სადაც უამრავი ადამინი ჩადის.იგი სამხრეთ ამერიკისქალაქების მასშტაბით წელიწადში ყველაზე მეტ — 2, 82 მლნ საერთაშორისო ტუსრისტს იღებს.ქალაქში ფუნქციონირებს მსოფლიო კლასის სასტუმროები, გააჩნია დაახლოებით 80 კმ სიგრძის პლაჟი, კორკოვადოსადა შაქრისთავის სახელგანთქმული მთები.

imageimageimageimage



ყველაზე შთამბეჭდავიდ და ყველაზე საოცნებო რიოს კარნავალზე მოხვედრაა.ეს ქალაქისთვის დიდი ზეიმია.ეს ჩვეულება პორტუგალიელებმა და ბრაზილიის სამეფო ოჯახებმა დაამკვიდრეს, რომელთაც ბურბონი და ავსტრიელი წინაპრები ჰყავდათ. თავდაპირველად, ეს სანახაობა მხოლოდ მაღალი საზოგადოებისათვის ეწყობოდა. XX საუკუნის პირველ ნახევარში შესამჩნევი გავლენა იქონია აფრიკულ-ბრაზილიურმა დასარტყამმა ინსტრუმენტებმა და მუსიკამ. რიო-დე-ჟანეიროს კარნავალის მრავალი არჩევანი აქვს. მათ შორისაა სამბას ცნობილი სკოლების აღლუმები სამბადრომზე და ქუჩის მსვლელობები, რომლებიც ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში იმართება. მათ შორის ყველაზე ცნობილია:
Cordão do Bola Preta: აღლუმები ქალაქის ცენტრში. იგი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კარნავალია. 2008 წელს, მხოლოდ ერთ დღეში, მას 500 000 ადამიანი ესწრებოდა.[92] 2011 წელს კი დაახლოებით 2 მლნ ადამიანი.Suvaco do Cristo: მოაღლუმეთა ჯგუფები, რომლებიც ბოტანიკურ ბაღში, პირდაპირ ქრისტეს ქანდაკების მკლავებს ქვეშ ზეიმობენ. მისი სახელიც სწორედ ამ ფაქტიდან მომდინარეობს და Suvaco do Cristo „ქრისტეს იღლიას“ ნიშნავს.Carmelitas: ზეიმობენ სანტა-ტერეზას კვარტალში, საიდანაც უმშვენიერესი ხედები იშლება.Simpatia é Quase Amor: ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აღლუმი იპანემაზე.Banda de Ipanema:ყველაზე დამახასიათებელია იპანემისათვის. იგი დროისმტარებელთა ფართო მასებს იზიდავს, მათ შორის ოჯახებსა და სექსუალურ უმცირესობებს.1840 წელს, პირველი ნიღბებიანი კარნავალი აღნიშნეს. წლების შემდეგ, კარნავალისთვის ტრადიციად იქცა მოკაზმული ტივები და კოსტიუმებში გამოწყობილი მოდღესასწაულეები. კარნავალს ბრაზილიური მუსიკის ისტორიულ ფესვებად მიიჩნევენ. სწორედ რიოს გადმოჰყურებს ქრისტეს ქანდაკება, რომელიც ერთ-ერთ ახალ შვიდ საოცრებათაგანს შორის დაასახელეს.


imageimageimageimageimageimageimageimageimage





P.S ვუსურვებ საკუთარ თავსაც და ყველას ვინც ნახავთ ჩემ ნიუს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეგეგრძნოთ რიოს მზის ბრწყინვალება და სითბო...

image

1
557
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
557
  
2013, 10 აპრილი, 13:13
როგორ მიყვარს
0 1 1