x
image
მოზამბიკელი
"დეჟა ვუ"

imageცხოვრების კიდევ ერთი დღე ჩამთავრდა. ამ საღამოს აივანზე ვიდექი ჩემს ძაღლთან ერთად, აივნის მოაჯირს დაყრდნობილი იდუმალი ფიქრებით აღსავსე მზერით გავყურებდი მზის ჩასვლას, ალბათ ჩემმა ძაღლმაც იგრძნო ჩემი მელანქოლია, ორ ფეხზე ატატული მოადგა მოაჯირს და სველი ცხვირი ხელზე დამადო. თავზე მოვეფერე, მის თვალებში კი თანაგრძნობა ამოვიკითხე. შორიდან ისმოდა ადამიანებისა და ძაღლების ერთობლივი ხმაური, თითქოს ბავშვის ტირილიც კი გავიგონე. ხმაური მალე მიწყდა და ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, წამით მომეჩვენა, რომ დრო გაჩერდა. ჩემი ძაღლი უჩვეულოდ მშვიდი იყო.
თეთრი ბლის ხეზე ჩიტი იჯდა და გალობდა, სუსტი ნიავი ქროდა, საიდანღაც კატის კნავილიც მომესმა, აივანზე ვიდექი ჩემს ძაღლთან ერთად, მზე ჩადიოდა და უცებ მივხვდი, რომ ეს ერთხელ უკვე იყო. . .

0
33
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
33
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0