პარამეცნიერებები სიზმრის ახსნა (ბ) ასოზე "ეფრემ ვერდის" მიხედვით 2013, 9 აპრილი, 23:26
1. ბალი ჭამო - ცუდია და სანანებელი.
2. ბალის ნახვა - ძალიან კარგია და კეთილი.
3. ბუდე ფრინველისა - სიხარულისა და ბედნიერების ნიშანია.
4. ბატი ნახო - ნიშანია დიდი კაცისა ან შორი გზისა და უცხოეთში წასვლისა. 5. ბებერი ნახო ვინმე - კარგია და ჯანსაღობაც მოგცეს. 6. ბეჭედი - სიხარულსა და მალე ქორწინებას. 7. ბეჭედი თვლებით მოჭედილი - დიდი სარგებლობის ნიშანია. 8. ბეჭედი გატეხილი - ცუდია და საზიანო ამბავს მოასწავებს. 9. ბუზის ნახვა - ცუდია, ვინმეს უთუოდ მოიმდურებ და მტრობა ჩავარდეს. 10. ბუხარი ნახო - სიმდიდრისა და ფართო ოჯახისა, წარმატების ნიშანია. 11. ბრმა თუ ნახო - ავადმყოფობას გამოივლი. 12. ბრმა სხვა ნახო - ახალ რამეს ნიშნავს. 13. ბოლოკის ჭამა - ცუდია, მტრობის ნიშანია. 14. ბნელ ადგილას ჯდომა - მეტისმეტი სიცუდისა და სიბილწის ნიშანია. 15. ბროწეული - სიხარულია და გაბედნიერება ოჯახობისა ან ნათესავისა. 16. ბუკის ნახვა - სუდი და უბედური ამბავის ნიშანია. 17. ბუკის ხმა თუ გაიგო - ავი და საზიანო ამბავი გაიგო. 18. ბროლი რაიმე ნახო - დიდი სიხარული ანუ ბედნიერება მოგცეს. 19. ბამბა - კარგია და მადლიან საქმეს აასრულებ. 20. ბამბა დათესილი ნახო - მადლიან საქმეს აასრულებ. 21. ბრინჯის ნახვა - სიმართლეა და მეტისმეტი კეთილი ამბავია. 22. ბრინჯის ჭამა - ავადმყოფობის ნიშანია. 23. ბრწყინვალე ვარსკვლავი ან რომელიმე პლანეტა ნახო - კარგი ნიშანია. 24. ბაყაყის ნახვა - ნიშანია ერთგული ამხანაგისა ან მეზობლისა. 25. ბაყაყის მოკვლა - ცუდია, ავდრების და წვიმების ნიშანია. 26. ბუს ნახვა - საძაგელი კაცისა და ცუდი საქციელის ნიშანია. 27. ბანკი ნახო - სიმდიდრეა და სიხარულის ნიშანია. 28. ბერიკაცი თუ ნახო მკვდარი - შენ დიდხანს იცოცხლებ. 29. ბატკანი ნახო - შემატებისა და ფართო ცხოვრების ნიშანია. 30. ბატკნის დაკვლა - ცოდვა და ვაგლახი ამბავია. 31. ბანაობა წყალში - სურვილის ასრულებას ნიშნავს. 32. ბაშმაკების ჩაცმა - შორეულ და საჩქარო გზის ნიშანია. 33. ბაშმაკებს თუ სხვას ჩააცმევ - ძალიან ცუდის ნიშანია. 34. ბულკის ნახვა - უკეთურებას და დიდ სამდურავს მოასწავებს. 35. ბარი თუ ნახო - ავი ენა არის და ჭორებში გაებმევი. 36. ბარით თუ მიწა დაბარო - ცუდი და დამალული ამბავი გაიგონო. 2180 1-ს მოსწონს
|