x
ჩაის გემოსა და ფერის მიხედვით ვირჩევთ
imageძველ ჩინეთში ჩაის იყენებდნენ, როგორც სამკურნალო სასმელს, რომელიც დაღლას ხსნის, ნებისყოფასა და მხედველობას აძლიერებს. ჩაის გამამხნევებელ ეფექტს მასში კოფეინის არსებობა განაპირობებს. ეს ალკალოიდი ცხელ წყალში კარგად იხსნება. ხოლო დუბილური ნივთიერებები, რომელსაც ასევე ჩაი შეიცავს, უფრო ნელა. ამიტომ, თუ ჩაის ნაყენს სწრაფად მოამზადებთ, მიიღებთ სასმელს კოფეინის მაღალი შემცველობით. ასეთ ჩაის მატონიზირებელი მოქმედება აქვს, ხოლო, თუ ჩაის დიდხანს დააყენებთ, მაშინ პროცესში დუბილური ნივთიერებებიც ჩაერთვება. ასეთი სასმელი მსუბუქად ამხნევებს, სამაგიეროდ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს, ამავედროს უფრო არომატულია.

არსებობს ოთხი ფერის ჩაი: მწვანე, ყვითელი, წითელი და შავი. ისინი ჩაის ფოთლების განსხვავებული დამუშავებით მიიღება. მწვანე ჩაი დამუშავებას ყველაზე ნაკლებად განიცდის. ის უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე შავი. გარდა ამისა ეყურვილს შესანიშნავად კლავს, ორგანიზმში წყლის ბალანსს არეგულირებს. სპეციალისტთა აზრით, სწორედ ამ თვისების გამო, მწვანე ჩაი კანს დაბერებისგან იცავს. შავი ჩაი ცივ ამინდში მშვენივრად ათბობს, მხნეობას მატებს. წითელი და ყვითელი ჩაი რაღაც საშუალოა შავსა და მწვანე ჩაის შორის, ვინაიდან ზედაპირულ დამუშავებას განიცდიან.

რაც შეეხება არომატულ ჩაის, ის შედარებით ახლახანს გაჩნდა. სინამდვილეში ჩაის არომატიზაცია ძველმა ჩინელებმა მოიფიქრეს. ჩაის კოჭას, ნუშსა და ხახვსაც კი უმატებდნენ. არომატული ჩაის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ მას, რომელსაც ნატურალური დანამატები აქვს. კარგია თუ ჩაის სასმელში გამოყენებული იქნება არამხოლოდ ეთერზეთები და ხელოვნური დანამატები, ასევე თვითონ მცენარე, მაგალითად ვარდის, ჟასმინის ან დარიჩნის ხის ფოთლები.

ჩაი ყველაზე კარგად და ხანგრძლივად ფაიფურის და თუნუქის ჰერმეტულად თავდახურულ ჭურჭელში ინახება.



1
200
5-ს მოსწონს
ავტორი:ალეკო3538
ალეკო3538
200
  
2012, 30 აგვისტო, 18:18
+1
0 1 1