x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
რატომ ტირის ადამიანი

image“- რა გატირებს?
- რაღაც გამახსენდა..
- მაინც?

- აი, ეხლა ორმა კაცმა ჩამოიარა და რატომღაც გამახსენდა, რომ ამ კაცებმა ოდესღაც ზუსტად აქ ჩამოიარეს..

- მერე რა გატირებს?

- ხშირად მემართება ესეთი რაღაცები. ხშირად ვაკეთებ რაღაცას და რატომრაც მგონია, რომ ოდესღაც ეს უკვე იყო..

- ეგ მეც მემართება, რა არის მანდ სატირალი?

- რა და, მეშინია როდესმე კიდევ ასე რომ განმეორდეს ჩემი ცხოვრება..

- გინდა შენზე მოთხრობა დავწერო?

- არ მინდა..

- რატომ?

- შენს მოთხრობებში ყოველთვის კვდებიან..

- მერე შენ ამის არ გეშინია?!

- შენ არ გეშინია?!

- რისი უნდა მეშინოდეს?!

- დასასრულის..

- დასასრული არ არსებობს..

- როგორ თუ არ არსებობს?!

- ისე, რაიმეს დასასრულში ყოველთვის დასაწყისი დგას..

- მაშ, რატომ წერ ნაღვლიანად, როცა შენი მოთხრობის გმირები კვდებიან?

- რა ვიცი, მაინც მეცოდებიან..

- თუ გეცოდებიან მაშინ რატომღა კლავ?

- კვდებიან და რა ვქნა. წესით არ უნდა ვნაღვლობდე..

- რატომ?

- იმიტომ, რომ ყოველი არსი თვითონ ეძებსთავის დასასრულს. ესაა მიზანი, მაგრამ ხომ გითხარი დასასრული არ არსებობს მეთქი..

- მაშ რატომ ტირიან ადამიანები?

- ეშინიათ და იმიტომ..

- რისი ეშინიათ?

- დასაწყისის. ცასაც არ ეშინია, ის არც ტირის..

- მაგრამ სხვა როცა ტირის სხვის სიკვდილს?

- თავის თავი ჰყავს მის ადგილას წარმოდგენილი. მკვდარი არ ტირის იმიტომ, რომ სიკვდილი უკვე დასაწყისია..

- იქნებ მაგიტომ არ ტირიან?!

- მაშ, რატომ?

- შეიძლება სხვაგნიდან ვართ მოსული და რაკი ვეღარ წავედით ტირილითაც იმიტომ ვტირით, აქ რომ ვრჩებით..

- ეგ რამ გაფიქრებინა?

- ეკლესიებმა. ხედავ როგორ არის ზოგი აშენებული?! ცაში ასაფრენად გამზადებულ რაკეტას ჰგავს. ჩვენ შიგნით შევდივართ და ვლოცულობთ. რატომ? იქნებ ისევ ცაში ამაღლება გვიდა და რომ არაფერი გამოგვდის და მიწას ვაბარებთ ერთმანეთს? ვტირით..

- მაგრამ რატომ არ განმეორდა?

- რა?

- შენ ხომ თქვი, რომ შენში რაღაცები მეორდება. რატომ არ განმეორდა ციდან აქ მოსვლა?

- შეიძლება ოდესმე ისიც განმეორდეს..

- და თუ განმეორდა, მაინც იტირებ?

- არ ვიცი. მე საერთოდ არ ვიცი რატომ ტირის ადამიანი..

- იმიტომ რომ თავისუფლება უნდა..

- მერე აღარ იტირებს?

- არა. თავისუფალ კაცს დასაწყისისა არ ეშინია..

- დაწერე რა..

- რა?

- მოთხრობა დაწერე ჩემზე..

- შენც რომ შემომაკვდე ბოლოს?

- არა. იცი როგორ დაწერე?

- როგორ?

- ვიცხოვრე დედამიწაზე, დიდხანს ვიცხოვრე, დაახლოებით ას წელს..

- მერე?

- ამ ასი წლის განმავლობაში ხშირად ისეთ რაღაცებს ვაკეთებდე, რაც ოდესღაც გაკეთებული მქონდა..

- მერე?

- ერთ დღეს ციდან ოქროსფერი ხომალდი მოფრინდა. მე გამახსენდა, რომ ამ ხომალდს უნდა წავეყვანე. ჩავჯექი და წავედი ცაში. დაწერ?

* * *

დავწერე”

0
442
5-ს მოსწონს
ავტორი:თეო-ელე-ნათი
თეო-ელე-ნათი
442
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0