კალათბურთი ზაზა ფაჩულიამ ოპერაცია გაიკეთა. ემუქრება თუ არა მის კარიერას საფრთხე? 2013, 7 აპრილი, 21:32 ფაჩულიას ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.საქართველოს ეროვნული გუნდის და "ატლანტა პოუქსის" ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ოპერაცია გაიკეთა და თავს კარგად გრძნობს. შეგახსენებთ, რომ ნაკრების კაპიტანი აქილევსის მყესის ტრამვის გამო, მოედანზე 3 მარტის შემდეგ არ გასულა, ერთი თვის თავზე კი, ქირურგიული ჩარევა გადაწყდა. "ოპერაციამ კარგად ჩაიარა და თავსაც კარგად ვგრძნობ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდში დგომისთვის", - განაცხადა ზაზამ "ფეისბუქის" ოპიციალურ ვებ- გვერდზე.ზაზას საოპერაციო პერიოდი სავარაუდოდ ექვს თვეს გასტან. ცხადია ამის გამო, ფაჩულიას მომავალ ევრობასკეტზე თამაში წარმოუდგენლად მოსჩანს, თუმცა, ახლა მთავარი ისა სხვა რამაა: ეროვნული გუნდის კაპიტნის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მის კარიერას საფრთხე არ ემუქრება. 19 2-ს მოსწონს
|