ქალი და მამაკაცი ზაფხულს მოვლილი ფეხებით შეხვდით 2013, 7 აპრილი, 18:17
ფეხებზე გაუხეშებული კანისა და ნახეთქების მოსარჩენად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭინჭარი. 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის ფურცლებს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და ცოტახანს გააჩერეთ. შემდეგ ნაყენში 15-20 წუთი ჩაყავით ფეხები აბაზანის შემდეგ ფეხები კარგად შეიმშრალეთ, წაისვით მკვებავი კრემი და მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. სიწითლის მოსარჩენად შეგიძლიათ ჭინჭრი ლოსიონი მოამზადოთ. დაფქული 2 სუფრის კოვზი ჭინჭარი წამოადუღეთ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთთან ერთად. გააცივეთ და მიიღებული ნაყენი მტკივან ადგილებზე შეიზილეთ. თუ ოფლიანობა, სიმძიმის შეგრძნება და ფეხების დაღლილობა გაწუხებთ, აიღეთ 3 სუფრის კოვზი გვირილა. დაასხით ერთი ლიტრი წყალი და წამოადუღეთ. ერტი საათი თავდახურულ ჭურჭელსი გააჩერეთ. ნაყენი აბაზანის მიღებამდე შეათბეთ, ჩაყავით ფეხები და მანამ გააჩერეთ სანამ წყალი არ გაცივდება. 148 6-ს მოსწონს
|