თეატრი ნინო ანანიაშვილი 2013, 6 აპრილი, 11:13 ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ქართველ ბალერინას. ნინო ანანიაშვილი დაიბადა თბილისში 1963 წელს. 10 წლის ასაკში გაიმარჯვა ფიგურული სრიალის ჩემპიონატში, შემდეგ ჩააბარა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სწავლა განაგრძო მოსკოვის დიდი თეატრის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ზოლოტოვას ხელმძღვანელობით. მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე შეასრულა სვანილდას, ოდეტა-ილივიას, ავრორას, ჟიზელის, რაიმონდას, მარის, ნიკიას, რიტას პარტიები, წამყვანი პარტიები დადგმებში "სილფილდა", "პახიტა", "პა დე კატრი", "ვარდის აჩრდილი" და სხვა. 1992 წელს ნინო ანანიაშვილი ამერიკული ბალეტის თეატრის სოლისტი გახდა, შეასრულა პარტიები მეტროპოლიტენ ოპერის სპექტაკლებში "გედების ტბა", "დონ კიხოტი", "მძინარე მზეთუნახავი", 'რომეო და ჯულიეტა", "მანონიო", "მხიარული ქვრივი", "კონკია". 2004 წელს დაინიშნა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხემძღვანელად. ამერიკელი კრიტიკოსების მიერ აღიარებულია როგორც "კლასიკური ბალეტის შეუდარებელი სუპერვარსკვლავი". ნინო ანანიშვილის მინიჭებული აქვს ოთხი უმაღლესი საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ჯილდო. შესანიშნავი ტექნიკის, დახვეწილი და ნატიფი სტილის, ნარნარი მოძრაობის და იშვიათი დრამატული ნიჭის გამო ნინო ანანიაშვილი ჩვენი დროის ყველაზე ცნობილ ბალერინად ითვლება. 286 22-ს მოსწონს
|