x
image
ბესო დანელია
ნინო ანანიაშვილი

image

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ქართველ ბალერინას. ნინო ანანიაშვილი დაიბადა თბილისში 1963 წელს. 10 წლის ასაკში გაიმარჯვა ფიგურული სრიალის ჩემპიონატში, შემდეგ ჩააბარა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, სწავლა განაგრძო მოსკოვის დიდი თეატრის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ზოლოტოვას ხელმძღვანელობით. მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე შეასრულა სვანილდას, ოდეტა-ილივიას, ავრორას, ჟიზელის, რაიმონდას, მარის, ნიკიას, რიტას პარტიები, წამყვანი პარტიები დადგმებში "სილფილდა", "პახიტა", "პა დე კატრი", "ვარდის აჩრდილი" და სხვა. 1992 წელს ნინო ანანიაშვილი ამერიკული ბალეტის თეატრის სოლისტი გახდა, შეასრულა პარტიები მეტროპოლიტენ ოპერის სპექტაკლებში "გედების ტბა", "დონ კიხოტი", "მძინარე მზეთუნახავი", 'რომეო და ჯულიეტა", "მანონიო", "მხიარული ქვრივი", "კონკია". 2004 წელს დაინიშნა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხემძღვანელად. ამერიკელი კრიტიკოსების მიერ აღიარებულია როგორც "კლასიკური ბალეტის შეუდარებელი სუპერვარსკვლავი". ნინო ანანიშვილის მინიჭებული აქვს ოთხი უმაღლესი საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ჯილდო. შესანიშნავი ტექნიკის, დახვეწილი და ნატიფი სტილის, ნარნარი მოძრაობის და იშვიათი დრამატული ნიჭის გამო ნინო ანანიაშვილი ჩვენი დროის ყველაზე ცნობილ ბალერინად ითვლება.

image

image

4
286
22-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
286
  
2013, 6 აპრილი, 13:17
კარგია
2013, 6 აპრილი, 12:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლიცი-ის კომენტარზე
2013, 6 აპრილი, 12:15
ნაცებთან არ უნდა შესულიყო უნისონში. პიონერთა სასახლის პერიპეტიები გაიხსენეთ
2013, 6 აპრილი, 11:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4