შოუბიზნესი რატომ და ვისზე განაწყენდა კიმ კარადაშიანი? 2013, 6 აპრილი, 0:05 ორსულობის პერიოდში კიმ კარდაშიანმა საგრძნობლად მოიმატა წონაში.31 წლის კიმ კარდაშიანი და მისი "ბოიფრენდი" კანიე უესტი სულ მალე მშობლები გახდებიან.
თუ დაუჯერებთ National Enquire- ის ცნობებს თითქოს კიმ კარდაშიანი ბავშვს არ ატარებს, ის მხოლოდ მუცელს იყენებს იმისთვის, რომ მიიპყროს ჟურნალისტების ყურადღება. თუმცა
ბოლოდროინდელ კიმის ფოტოებს შეუძლია ყველა ეჭვი გააქარწყლოს. ვარსკვლავი არასდროს არ ყოფილა გამხდარი, თუმცა ამ ბოლო ხანებში კარდაშიანმა სწრაფად დაიწყო წონაში მატება.ცხადია ამის მიზეზი მისი მდგომარეობაა. ამ დღეებში პაპარაცებმა დააფიქსირეს კიმი ლოს ანჟელესში. ამ ფოტოებში კარგად ჩანს რომ მას მოუწია დაეთმო, მისთვის საყვარელი, ტანზე მომდგარი შარვლები ჩაცმა და იძულებული გახდა ჩაეცვა ფართო კაბა. თუმცა თავად კიმი არ განიცდის მისი ცვლილების ამბავს - პირიქით, ის გაეშურა კაფეში, სადაც მან შეუკვეთა ნაყინი და გემრიელად მიირთვა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაწყენებულმა განაცხადა: - წავიკითხე რამდენიმე კომენტარი ჩემს შესახებ და ვფიქრობ საზოგადოება ძალიან კრიტიკულია ჩემს მიმართ... "მიუხედავად იმისა რომ კიმ კარდაშიანმა ჩაცმის სტილი შეიცვალა შესამჩნევად, ის დღემდე ფიქრობს ისე როგორც უწინ და ყურადღებას არ აქცევს სხვის აზრს". 323 5-ს მოსწონს
|