მოვლენები წლის ყველაზე სულელურად ჩაცმული მამაკაცები 2013, 5 აპრილი, 18:13 თავის დროზე, ლეღვის ფოთოლიც ძალიან შესანიშნავი სამოსი იყო და ნამდვილად არავინ იტყოდა: "უი მე, ამ გოიმს რა ჩაუცვამსო", მაგრამ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უკვე 21_ე საუკუნეში ვცხოვრობთ და მოთხოვნილებები რადიკალურად გვაქვს შეცვლილი, შესაბამისად, გემოვნებაც შედარებით პრეტენზიული გაგვიხდა.ჰოდა, ალბათ, აღნიშნული მიზეზის გამო თუ ხდება, რომ ზოგიერთი პერიოდული გამოცემა ყველაზე გემოვნებიან და უგემოვნო ადამიანების რეიტინგებს ამზადებს. ამ შემთხვევაში ბრიტანული მედიის მიერ შედგენილ ნუსხას გაგაცნობთ, რომელიც წლის ყველაზე სულელურად ჩაცმულ მამაკაცებს ეხება. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად პრეტენზიული გემოვნების მქონე ადამიანები დიდი ბრიტანეთის პრემიერ_მინისტრმა გააღიზიანა და შესაბამისად, მან რეიტინგის პირველი ადგილი ჩაიბარა. _ გორდონ ბრაუნი ყველაფერს ერგება, ბრიტანული სტილის გარდა, _ წერენ საკუთარ პრემიერზე ინგლისელები. გორდონ ბრაუნის გარდა, ამ საკმაოდ არასასიამოვნო რეიტინგში ასევე გაიბრწყინეს: მსახიობმა რესელ ბრანდმა, ჩრდილოეთ კორეის "მამა_მარჩენალმა" ლონდონის მერმა ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პირველმა პირმა, ნიკოლა სარკოზიმ. ახლა რაც შეეხება ყველაზე უფრო მოდურად ჩაცმულ მამაკაცებს _ ბრიტანელების აზრით, პირველ ადგილს სამართლიანად იკავებს ცნობილი ვამპირული საგის "ბინდის" მთავარი როლის შემსრულებელი რობერტ პატინსონი. მეორე ადგილზეა "თეიქ ზეტის" კოლექტივის წევრები, მესამეზე კი "არქტიკ მანქის" სოლისტი _ ალექს ტერნერი. 37 1-ს მოსწონს
|