x
კარგი ცოლების სახელმძღვანელო

დიასახლისი

1955 წელს გაზეთმა Housekeeping Monthly გამოაქვეყნა სტატია, სადაც მოცემული იყო რჩევები, თუ როგორ უნდა ვემსახუროთ მეუღლეს და ვიყოთ სამაგალითო დიასახლისი, მაშ ასე:
* სამსახურიდან მოსულ, დაღლილ ქმარს, აუცილებლად უნდა დახვდეს სადილი მომზადებული, ასე ქალი ზრუნავს თავის მეუღლეზე და ამას მისთვის საყვარელი კერძის მომზადებით გამოხატავს.
* მისი მოსვლის წინ ცოტათი დაისვენეთ, მოწესრიგდით, ის ხომ სამსახურიდან მოდის, სადაც უამრავ გადაღლილ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა, თქვენ კი კარგად უნდა გამოიყურებოდეთ.
* დაინტერესდი მისი სამსახურის ამბებით და გაამხნევე ის.
* მეუღლის სახლში დაბრუნებამდე აუცილებლად მიალაგე სახლი.
* ზამთარში სახლში სითბო უნდა დახვდეს მეუღლეს, რომ მან მყუდროდ იგრძნოს თავი და არ გაცივდეს. შექმენი მისთვის კომფორტი, ეს შენც გესიამოვნება.
* მოიყვანე წესრიგში ბავშვები მეუღლის მოსვლამდე, რათა მან იგრძნოს მათი მონაწილეობა მამიკოზე ზრუნვაში. ქმარი უნდა დაიცვა შემაწუხებელი ხმაურისგან, ამიტომ ბავშვები უნდა დაარწმუნო, რომ ჩუმად ითამაშონ. არ არის სასურველი სარეცხი მანქანის, მტვერსასრუტის ან საშრობის ჩართვა.
* შინ მოსულს ღიმილით შეხვდი, აგრძნობინე რა ბედნიერი ხარ მისი ხილვით.
* ყური უგდე მეუღლეს, ნუ შეაწყვეტინებ, ეს ცუდი აზრია. იქნებ ბევრი რამე გაქვს სათქმელი, მაგრამ მისი თემები ბევრად უფრო საინტერესო და სერიოზულია.
* შინ გვიან მოსულ ქმარს წუწუნს ნუ დაუწყებთ იმაზე, რომ მეგობრებთან ერთად გასართობ ადგილებში უთქვენოდ დადის, ის ხომ მთელ დღეს დაძაბულ, სტრესულ ატმოსფეროში ატარებს, შინ მას განტვირთვა სჭირდება და არა საყვედურები.
* შინ დაბრუნებულს, შეუქმენი კომფორტი, მოუმზადე ცხელი აბაზანა, დასვი მოხერხებულად, მიართვი ცივი ან ცხელი სასმელები, ესაუბრე მშვიდი ტონით.
* გახსოვდეს, ის ოჯახის უფროსია და ყოველთვის სწორად და სამართლიანად მოქმედებს. ნუ დააყენებ მის გულწრფელობას
ეჭვქვეშ, ნუ მოითხოვ ახსნა-განმარტებებს, ამის უფლება არ გაქვს.
* კარგმა ცოლმა ყოველთვის იცის თავისი ადგილი!

8
535
5-ს მოსწონს
ავტორი:catrin
catrin
535
  
2013, 11 აპრილი, 13:30
არა რა თქმა უნდა ღმერთმა დაგიფაროს ასე ფიქრობდე :)
2013, 10 აპრილი, 12:01
იმედია დამწერში მე არ მგულისხმობ, რახან ვთარგმნე, არ ნიშნავს რომ ვიზიარებ ამ მოსაზრებებს.
2013, 7 აპრილი, 22:28
რავიცი ცემი ქმარი არ ფიქრობს ეგრე და დიდი ხანია არ მინახავს არავინ ეგრე ფიქრობდეს...
2013, 6 აპრილი, 23:58
1955 წელს ასე ფიქრობდნენ ა.შ.შ.-ში:)
საქართველოში ხან ახლაც ასე ფიქრობენ. სამწუხაროდ.
2013, 6 აპრილი, 23:25
ვაი ამის დამწერის პატრონს :D :D :D ცოლი მონა კი არაა :D :D :D შორს ჩემგან :D :D
2013, 6 აპრილი, 22:23
ეს ყველაფერი კარგია როცა სიყვარულით აკეთებს ცოლი და სიყვარულით იღებს ქმარი,მაგრამ თუ ეს გრძნობა არაა მაშინ ქმარი დესპოტია ცოლი კი მონა
2013, 6 აპრილი, 17:49
მუშაობს :)
2013, 6 აპრილი, 17:02
ქმარი რაგას აკეთებს?
0 1 8