x
image
ბესო დანელია
პენტაგონი

imageამ სტატიაში გესაუბრებით პენტაგონის შესახებ. პენტაგონმა (პენტა ბერძნულად ხუთს ნიშნავს) ეს სახელწოდება მიიღო იმიტომ, რომ აშშ თავდაცვის სამინისტროს შენობა ხუთკუთხედია.image
შენობის ხუთი გვერდიდან თითოეულის სიგრძე 281 მეტრია, პერიმეტრი - დაახლოებით 1405მ., დერეფნების ჯამური სიგრძე - 28 კმ-ია, ხოლო ხუთი შენობის საერთო ფართობი 604 000 მეტრ კვადრატია. შენობას აქვს ხუთი მიწისზედა და ორი მიწისქვეშა სართული, მიწისქვეშა ნაწილის სიმაღლე - 23, 5 მ-ია.

პენტაგონის მშენებლობა დაიწყო 1941 წელს, დაახლოებით თექვსმეტ თვეს გაგრძელდა და 83 მილიონი დოლარი დაჯდა.
პენტაგონი ყველაზე ერგონომიული ოფისია მსოფლიოში. მის ნებისმიერ წერტილში 7 წუთში შეიძლება მოხვედრა. შენობა შედგება ხუთი ხუთკუთხედისგან (რომლებიც ერთმანეთშია განლაგებული რუსული "მატრიოშკასავით"), რომელსაც ცენტრიდან მიმავალი 10 დერეფანი კვეთს.
შენობაში მუშაობს 26 000 ადამიანი, ყოველდღიურად ხორციელდება 200 000 სატელეფონო ზარი და იგზავნება 40 000 წერილი.
საინტერესოა, რომ პენტაგონში საჭიროზე ორჯერ მეტი საპირფარეშოა. პენტაგონი აშენდა იმ პერიოდში, როდესაც ვირჯინიაში ჯერ კიდევ მოქმედებდა კანონი თეთრებისა და შავებისათვის განცალკევებული საპირფარეშოების მოწყობის შესახებ. თუმცა წარწერები "თეთრებისთვის" და "შავებისთვის" არასოდეს დაუკიდიათ პრეზიდენტ რუზველტის ჩარევის გამო.
2001 წლის 11 სექტემბერს, 9:37:46 საათზე პენტაგონი ტერორისტული აქტის სამიზნე გახდა - ბოინგ 757-200 (რეისი 77 American Airlines) შეეჯახა პენტაგონის მარცხენა ფრთას, სადაც განლაგებული იყო სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურობა.image შეჯახების შედეგად მოხდა აფეთქება და შენობის ნაწილი ჩამოინგრა.
შიდა ეზოს ცენტრში განლაგებულია მაღაზია სახელწოდებით "ნულოვანი წერტილი". ადგილობრივი ლეგენდის თანახმად, ცივი ომის დროს საბჭოთა სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ამ მცირე შენობის ქვეშ განლაგებული იყო ბუნკერი: ჯაშუში-თანამგზავრები აფიქსირებდნენ, რომ მასში შედიოდა და გამოდიოდა ბევრი ადამიანი. ამასთან დაკავშირებით, თითქოსდა, პირდაპირ სასურსათო მაღაზიაზე დამიზნებული იყო საბჭოთა სარაკეტო დანადგარები.

6
612
19-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
612
  
2013, 14 აპრილი, 0:17
საინტერესო იყო მართლაც
2013, 5 აპრილი, 21:30
ბევრი ლაიქი
2013, 5 აპრილი, 14:27
მადლობა ბატონო ლიცი
2013, 5 აპრილი, 14:27
ოო ეგ არ ვიცოდი
2013, 5 აპრილი, 14:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 5 აპრილი, 14:25
საინტერესო სტატიაა
0 1 6