x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
რა არის მითი?


image

რა არის მითი?


მითი საკრაული ამბავია. სიტყვა "მითი" მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "mythos", რაც "ამბავს" ნიშნავს. ძველბერძნული მითები ყველაზე ცნობილ ამბებს მიეკუთვნება. ისინი მოგვითხრობენ უზენაესი ღმერთის, ზევსისა და ოლიმპოს მთის სხვა ღმერთების შესახებ, აგრეთვე გმირების, ვთქვათ ჰერაკლესა და თეზევსის საგმირო საქმეებს.



მსგავსი ამბები.


ერთი ბერძნული მითი გვიამბობს, თუ როგორ გახსნა ზევსმა ცა, რათა დედამიწა წვიმას წაელეკა. ორი ადამიანი, დევკალიონი და პირა, კიდობანში ჩასხდნენ და გადარჩნენ, ხოლო როცა კიდობანი პარნასის მთის მწვერვალზე შეჩერდა ახალი რასა შექმნეს. წარღვნის ეს მითი ნოესა და წარღვნის ბიბლიურ ამბავს ჰგავს, ის კი, თავის მხრივ, ძალზე წააგავს უფრო ადრინდელ მესოპოტამიურ მითს, სადაც წარღვნას გადარჩენილ ადამიანს შუმერები ზიუსუდრას უწოდებენ ბაბილონელები კი - უთანაფიშთს.

ქვეყნის მეორე კიდეში ინდური მითი მოგვითხრობს, როგორ გადაიქცა ღმერთი ბრაჰმა თევზად პირველი ადამიანის, მანუს გადასარჩენად.წარღვნის მითს მთელ მსოფლიოში ვხვდებით გარდა აფრიკისა. წარღვნის მითები აქვთ ავსტრალიელ აბორიგენებსაც კი, ვისაც ათასწლეულების მანძილზე არანაირი კულტრურული კავშირი არ ჰქონიათ დანარჩენ სამყაროსთან.



მითი არგონავტებზე.

არგონავტები ბერძნულ მითოლოგიაში მოიხსეინებიან როგორც გმირთა ჯგუფი, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელი უკავშირდება მათი გემის "არგოს" სახელს.



image


















image















image



image























image






0
2805
1-ს მოსწონს
ავტორი:ShUtK.faTheR
ShUtK.faTheR
2805
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0