ფეხბურთი "მანჩესტერ სითის" არგენტინელ ფეხბურთელს ჯარიმა შეუფარდეს 2013, 4 აპრილი, 13:57 მაკლსფილდის სასამართლომ, დაზღვევისა და მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვისთვის "მანჩესტერ სითის" არგენტინელ თავდამსხმელ ფეხბურთელს კარლოს ტევესს 250 საათის საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულება და 1000 გირვანქა სტერლინგი ჯარიმა შეუფარდა.გარდა ამისა, ცნობილ ფეხბურთელს საჭესთან დაჯდომა ექვსი თვით აეკრძალა.როგორც სანდო წყაროები გვატყობინებენ, თავდაპირველად სამ თვიანი პატიმრობა ემუქრებოდა მას, მაგრამ კარლოსმა დანაშაული აღიარა, რამაც მხოლოდ ჯარიმის გადახდა და საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება აკმარა. სასამართლოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ელიზაბედ დეპეირსმა ტევესს სასამართლო პროცესზე ჟურნალისტების და ფართო აუდიტორიის წინაშე ყველას გასაგონად უთხრა: -" უნდა გესმოდეთ, რომ ასი ათასობით გულშემატკივრისთვის მისაბაძი მაგალითი ხართ.კანონზე მაღლა ვერავინ დადგება და სწორედ თქვენ არ გეპატიებათ.მართვის მოწმობის გარეშე საჭესთან არ უნდა დამჯდარიყავით.თუმცა დასაფასებელია, რომ მომხდარი გაითავისეთ და ეს არის განაჩენი, რაც შეგიფარდეთ". მართალია "ქალაქელები" ტევესს დამთხვეულ არგენტინელს უწოდებენ, მაგრამ მან არა ერთხელ გადაარჩინა "სითი" ჩაძირვისგან.სწორედ მისი წყალობით იყო უელსის "სუონსის"-თან ბრძოლა ტევესის გოლით და გამარჯვებით დასრულდა. 26 26-ს მოსწონს
|