სხვა პირველკლასელთა რეგისტრაცია ეტაპების მიხედვით მოხდება 2013, 3 აპრილი, 18:39 იმ მშობლების საყურდღებოდ რომელთა შვილიც წელს პირველად მიდის სკოლაში, ბავშვების რეგისტრაციასთან დაკავშირებით განათლების სისტემაში გარკვეული ცვლილებებია.
რეგისტრაცია ხდება სამ ეტაპად ოჯახური მდგომარეობის მიხედვით. პირველ ეტაპში ხვდებიან ის მოსწვალეები, რომელთა და-ძმაც უკვე სწავლობს აღნიშნულ სკოლაში. შემდეგ კატეგორიაში არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებიც იქ მუშაობენ და შესაბამისად სურთ მათმა შვილმა იმავე სკოლაში იარონ. წელს დაემატა მესამე კატეგორია, როდესაც ბავშვები სკოლაში თავის და-ძმებთან ერთად შედიან, მაგალითად ტყუპი ბავშვები. ხშირად როდესაც გარედან ხდებოდა ელექტრონულად დარეგისტრირება მშობელი ვერ ასწრებდა მაგალითად ორივე ბავშვის ერთ სკოლაში რეგისტრირებას. ამ სამი ტიპის ბავშვების რეგისტრაცია მოხდება 1 აპრილიდან 19 აპრილამდე. მაგრამ რეგისტრაცია არ მოხდება გარედან, მშობელი უნდა მივიდეს ან სკოლაში ან რესურს ცენტრში. რეგისტრაციის შემდეგი ეტაპი 1 მაისიდან დაიწყება. 51 9-ს მოსწონს
|