სხვა მაგის დედაც, ჯეკ ! ხურდა ფული შენ შეჭამე? 2013, 3 აპრილი, 11:25 ![]() დამშეულმა ძაღლმა პატრონის ჩანთაში სასუნავს ვერ მიაგნო და რასაც მიაგნო, გადასანსლა. ხურდა ფულზე ნაქეიფარი ბებერი ჯეკი მეორე დილას გულის რევამ შეაწუხა. მისტერ კელეჰერი ვერ მიხვდა, ძაღლს რა სჭირდა და ექიმთან გააქანა. ჯეკი რენტგენზე გაატარეს და თვალებს არ უჯერებდნენ: კუჭი ერთცენტიანებით ჰქონდა სავსე. ორსაათიანი ოპერაციის შემდეგ ექიმებმა ერთი დოლარი და 11 ცენტი მოიხვეჭეს, ფულისმკვნეტელი ძაღლი კი გონს მალე მოვიდა და პატრონმა წაიყვანა. 148 3-ს მოსწონს
|