კაბები გამომწვევი ჩაცმულობა 2012, 22 აპრილი, 11:16 მინდა ამ თემას შევეხო, რათა უკეთ გავიგოთ, თუ რას ფიქრობენ ამაზე ქალბატონები.გამომწვევად ჩაცმა, ბევრს მიაჩნია დასაგმობად და ბევრს პირიქით.რატომ ხდება ასე?რატომ ავლენს ამხელა გავლენას და იწვევს საუბარს?ეს ხომ ევროპაში ჩვეულებრივია და საქართველოში კი განსხვავებული ხედვაა....
მეც ვეთანხმები კაცების უმრავლესობას, რომ გამომწვევად ქალმა არ უნდა ჩაიცვას, რათა ეს სხვანაირ გუნებაზე აყენებს კაცებს :)
რუსეთში, ერთ-ერთ ქალაქში მოხდა ასეთი რამ, ერთი გოგო გააუპატიურეს.სასამართლოში რომ წარდგნენ, კაცი გაამართლეს :)) გოგოს კი დააბრალეს-გამომწვევად ჩაცმა.როგორც გინდათ გაიგეთ, მაგრამ ეს ასეა.
მინდა ქალბატონების კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით, მამაკაცებსაც შეუძლიათ გამოხატონ თავისი აზრი.რათა ეს ძალიან პოპულარული საკითხია ზურგს უკან :) "ნახე როგორ აცვია", "პატრონი არ ჰყავს"? "რა უნდა ამით გვანახოს", "და საერთოდ რა უნდა" ...დამიჯერეთ ბევრჯერ გამიგია ...და ალბათ თქვენც..
გასაგებია, რომ ქალებს სიამოვნებთ, როდესაც მათ უთვალთვალებენ, ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ხომ უნდა ჰქონდეს ყველაფერს ახსნა.მარტო მაგაზე ხომ არ არის. ზოგმა შეიძლება თქვას, "სხვების აზრი მკიდია", მაგრამ ზუსტად ასეთი ადამიანები იცვამენ მერე ასე :) დაველოდები კომენტარებს, ძალიან მაინტერესებს, ალბათ ყველა მამაკაცს აინტერესებს ასევე, როგორც მე . 2958 4-ს მოსწონს
|