ქალი და მამაკაცი ვის და რატომ მოსწონხართ? 2012, 9 აპრილი, 1:21 როდესმე გიცდიათ გარკვეულიყავით, თუ როგორ და რატომ შეიძინეთ ეს თუ ის მეგობარი?ამ შეკითხვაზე პირველი უშუალო პასუხი ასეთია:ადამიანები მიდრეკილნი არიან მიიზიდონ ისინი, ვისაც ისინი მეტ ტერიტორიულ სიახლოვეში იმყოფებიან-თქვენ იმიტომ ხედავთ და ხვდებით მათ, რომ ისინი ცხოვრობენ ან მუშაობენ თქვენ გვერდით.ეს არის ადამიანებისთვის დამახასიათებელი ზოგადი ტენდენცია-მოსწონდეთ ადამიანები და საგნები, უბრალოდ მათთან ხანგძლივი ურთიერთობების გამო.რაც უფრო ხშირად ხართ რაიმესთან ან ვინმესთან ერთად, მითუფრო გიყვართ ის.ხანგრძლივი ურთიერთობების ეს ეფექტი ნიშნავს, რომ მთლიანობაში თქვენ სულ უფრო და უფრო მოგეწონებათ ის ადამიანები, რომლებიც თქვენ ირგვლივ არიან.მაგრამ, როგორც ჩვენ ამის შემდეგ დავინახავთ, კომპიუტერების ეპოქა ახალ მნიშვნელობას ანიჭებს სიახლოვის იდეას.დღეს მრავალი ადამიანი ინარჩუნებს ურთიერთობას კომპიუტერული ქსელის მეშვეობით.შესაძლოა, ისინი გეოგრაფიულად ძალზე შორს იყვნენ, მაგრამ ეკრანზე გამოჩენილი ყოველდღიური შეტყობინებები ძალზე აახლოვებს მათ. 2083 1-ს მოსწონს
|