x
image
ბესო დანელია
ეიფელის კოშკი 124 წლისაა

image

დღეს ეიფელის კოშკი 124 წლის გახდა. ეიფელის კოშკი 1889 წლის 31 მარტს აიგო ფრანგული რავოლუციის ასი წლისთავისთვის მიძღვნილ საერთაშორისო გამოფენასთან დაკავშირებით და დაერქვა მისი შემქმნელი ინჟინრის ალექსანდრე გუსტავ ეიფელის სახელი. როდესაც ის შენდებოდა მრავალი სპეციალისტი და მეცნიერი, რომლებმაც ეიფელის გამოთვლები შეამოწმეს, ამყკიცებდენ, რომ კოშკი აუცილებლად ჩამოიშლებოდა. მშენებლობის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი არგუმენტი ის იყო, რომ ის "უსარგებლო" გახლდათ. დღესდღეობით შესანიშნავი ანტენაა რადიოსა და ტელევიზიისთვის. კოშკის სიმაღლე 300 მეტრია. 10 გრადუსიან ყინვაში ეიფელის კოშკის სიმაღლე 17 სანტიმეტრით მოკლდება, ცხელ ამინდთან შედარებით. ეს აიხსნება სიცივეში მეტალის შეკუმშვით. ასევე, კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს, მზეს მიფიცხებულ მხარეს ლითონის გაფართოებისგან. კოშკის ლითონის სტრუქტურა 7 300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10 100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასავლელი საფეხურების რაოდენობა 1 665-ია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა სეუძლებელია და დამთვარიელებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ. კოშკის რემონტი მოიცავს 7 წელიწადში 50 ტონა სამი ფენა საღებავის წასმას კომსტრუქციის ლითონის ზედაპირის ჟანგისგან დასაცავად. დროგამოშვებით საღებავების ფერი იცვლება - ამჟამად კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი.


image

1
104
17-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
104
  
2013, 14 აპრილი, 0:17
ვულოცავ დაბადების დღეს :D
0 1 1