სისხლის სამართალი დედამ შვილი იმიტომ მოკლა,რომ ინტერნეტში შესვლა ვერ შესძლო 2013, 30 მარტი, 8:58 უფაში, 34 წლის ქალის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელმაც მოკლა საკუთარი შვილი.მან პოლიციას განუცხადა, რომ არა მარტო მოკლა შვილი, არამედ მისი გვამი დაანაწევრა."28 მარტს ღამის 2 საათზე პოლიციის მე-2(კალინინის ოლქი) განყოფილებაში გამოცხადდა 1979 წელს დაბადებული ქალი, რომელმაც საკუთარი შვილის მკვლელობაზე განაცხადი გააკეთა, ოპერატიული-სამძებრო ჯგუფი გავიდა დანაშაულის ადგილზე, ინფორმაცია დადასტურდა"-ნათქვამია ბაშკირეთის შ.ს.ს.-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.როგორც გამოძიებით დადასტურდა, მკვლელობა მოხდა 24 მარტს, ქალი იმყოფებოდა საკუთარ სახლში, კომპიუტერთან დამჯდარმა ვერ შეძლო ინტერნეტში შესვლა, მიხვდა, რომ მისმა 11წლის ბიჭმა მისგან დაუკითხავად შეცვალა კომპიუტერის ინტერნეტ-მონაცემები, ამის შემდეგ ქალმა გადაწყვიტა დაესაჯა ბავშვი, მან რამდენჯერმე ცომის გასაბრტყელებელი ჯოხი ბიჭს თავში ჩაარტყა, მიღებული ტრამვების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა.მიხვდა რა, რომ შვილი შემოაკვდა, ქალმა გადაწყვიტა დაენაწევრებინა გვამი და მისი სხეულის ნაწილები სახლთან მახლობლად, მიტოვებულ სარდაფში გადაემალა....გამოირკვა, რომ 2005 წელს ამ ქალმა ოჯახური კამათის დროს მოკლა ქმარი, მაშინ ექსპერტიზამ იგი ფსიქიურად გაწონასწორებულად ჩათვალა და რადგანაც მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავდა, სასამართლომ მას პირობითი სასჯელი გამოუტანა. 204 3-ს მოსწონს
|