ფეხბურთი 2012 წლის მაისი-"ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა 2013, 30 მარტი, 5:42 2012 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და ყველაზე საინტერესო იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალებს შორის, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდება გერმანული ფეხბურთის ისტორიაში, როგორც ყველაზე უიღბლო, თუმცა არასოდეს დაავიწყდებათ ინგლისელებს მათთვის ყველაზე იღბლიანი მატჩი, იღბლიანი იმიტომ, რომ 88-ე წუთზე მოხდა სასწაული და თავდამსხმელ დიდიე დროგბას საოცარმა ნახტომმა და თავურმა დარტყმამ ყველასათვის მოულოდნელად ანგარიში გაათანაბრა: 1:1. ფეხბურთის გულშემატკივრებს შეგახსენებთ, რომ მატჩის ბოლომდე ბაიერნის აშკარა უპირატესობითა და აქტიურობით მიმდინარეობდა თამაში, რაც თომას მიულერის გოლით დააგვირგვინეს გერმანელებმა, და თუ არა იღბალი, სხვას რას ვუწოდებთ. საკმაოდ დაძაბული იყო პენალტების სერია, სადაც გამარჯვება პირველადი მონაცემებით თითქოს ბაიერნს უნდა დარჩენოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში აქაც დიდიე დროგბას მიერ შესრულებული ზუსტი დარტყმა გახდა ჩელსის ისტორიული გამარჯვების საფუძველი. საფეხბურთო კლუბი ჩელსი დაარსდა 1905 წელს ლონდონის დასავლეთში.იგი თამაშობს პრემიერლიგაში და ისტორიის უდიდესი ნაწილი ინგლისის უმაღლეს ლიგაში აქვს გატარებული.კლუბი ინგლისის სამგზის ჩემპიონია, ასოციაციის თასი მოგებული აქვთ ხუთჯერ, ლიგის თასი ოთხჯერ, უეფას თასების მფლობელთა თასი კი - ორჯერ. ჩელსის პრეზიდენტი ცნობილი ბიზნესმენი-რომან აბრამოვიჩია, რომელიც რუსმა ოლიგარქმა 2003 წელს იყიდა. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, რომან აბრამოვიჩი არნემის "ვიტესის" პრეზიდენტს მერაბ ჟორდანიას შეხვდა და იმავე ინფორმაციით "ჩელსი"არნემელთა მთავარი მეგოლით-ვილფრედ ბონის ტრანსფერითაა დაინტერესებული, რომლის სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონს შეადგენს, თუმცა მდიდარი რუსული კლუბებიც არიან დაინტერესებულნი ვილფრედ ბონის თამაშით.როგორც სანდო წყაროები გვეუბნებიან, თუ ტრანსფერი განხორციელდა, ეს ჩვენი თანამემამულისთვისაც დიდი წარმატება იქნება, რამდენადაც ცნობილია, მერაბ ჟორდანია სამშობლოში აპირებს დაბრუნებას. 31 22-ს მოსწონს
|