პროზა სულელი 2013, 29 მარტი, 18:26 ახალმა მასწავლებელმა, სკოლაში მისვლისთანავე შეამჩნია, რომ ერთ მოსწავლეს დასვენებაზე სხვა მოსწავლეები მუდმივად სულელს ეძახდნენ და პედაგოგმა გადაწყვიტა გაერკვია რატომ უწოდებდნენ მას სულელს. -მართლა სულელია, მასწავლებელო. თუ მას მივცემთ დიდ მონეტას 5 შილინგს და პატარა 10 შილინგიანს, ირჩევს 5 შილინგიანს, რადგან ფიქრობს რომ ის უფრო მეტია გაკვეთილების შემდეგ მასწავლებელი მივიდა ამ მოსწავლესთან და ეუბნება: -ნუთუ არ გესმის რომ 5 შილინგიანი ზომით არის დიდი, ხოლო 10 შილინგიანით კი უფრო მეტი რამის ყიდვა შეგიძლია. -რა თქმა უნდა მესმის მასწავლებელო. -აბა რატომ ირჩევ 5 შილინგიანს? -იმიტომ რომ თუ 10 შილინგიანს ავირჩევ, ისინი შეწყვეტენ ჩემთვის ფულის მოცემას! P. S. ზოგჯერ, ადამიანების შეფასებაში შეიძლება უფროსებსაც დაემართოთ მსგავსი რამ. . 1375 9-ს მოსწონს
|