x
image
ბეტო777
ასეთია რეალობა.
image











ეს ცხოვრება ასეთია, სად წაუხვალ დარდებს

გულს ხომ მხოლოდ სიხარული, სიყვარული ავსებს.

ხან მზეა და ხან ქარია, მოთმინება გვმართებს


ბევრს ვაგინეთ, ბევრსაც სული და სიცოცხლე ვანდეთ.


ბოროტება ისე ახრჩობთ, ყელში უჭერთ ხამებს

გიმზადებენ წამში, თავით გადასაჩეხ ხრამებს..

მერე ძმობას გიფიცებენ, გაპარებენ ალერსს.

ბინძურ ხელებს უსინდისო კაცის ფასი ადევს.


და უფალო, ბოლოს მაინც, საით წავალთ ნეტავ

მინდა იქ, შენს საუფლოშიც, მე ქართველი მერქვას!

მინდა ყველა მყავდეს გვერდში, ვინაც იცის ფასი,

სიცოცხლის და რწმენის, სუნთქვის, სიყვარულის არსი.


უსაზღვროა მადლი შენი, წმინდა ლოცვის, ერო!

და ყოველი გულმართალი დაიფარე ღმერთო...

მე გავედრებ საწყისსა და სასრულ შორის მანძილს

და სიმართლის ნაფეხურებს, ვერაფერი წაშლის.



ავტორი: ბესო გოგილავა

0
45
6-ს მოსწონს
ავტორი:ბეტო777
ბეტო777
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0