როდესაც თქვენ მოწუწუნე არსებად გადაიქცევით
ბუნებრივია მამაკაცს უნდა მოუყვეთ თქვენს პრობლემებზე, საზრუნავზე, გაუზიაროთ თქვენი მოსაზრებები, მაგრამ გადაჭარბებული არაფერი ვარგა. წუწუნით თავს ნუ მოაბეზრებთ, რადგან მალე თქვენზე მეტად გაღიზიანებული პარტნიორი შეგრჩებათ ხელში. საამისოდ დაქალები არსებობენ.
როცა ქალი თავს აღარ უვლის
თუკი ის ქალი, რომელმაც დანახვისთანავე მოგხიბლა, მოუვლელ დედაკაცად გადაიქცევა, ცხადია მამაკაცი მისგან გაქცევას შეეცდება. ან ყველაზე მინიმუმ თვალი სხვისკენ გაექცევა. არასოდეს მოადუნოთ ყურადღება საკუთარი გარეგნობის მიმართ, დღითი დღე უკეთესობისაკენ უნდა ისწრაფვოდეთ.
როცა ქალი ქორწინებას ჩქარობს
აცალეთ მამაკაცს, თავად გამოთქვას მოსაზრება, თუ როდის უნდა შექმნას თქვენთან ოჯახი. ნუ ისაუბრებთ ქორწინებაზე პირველი.
ნუ დაიხარჯებით ბოლომდე
ნუ ეტყვით თქვენს რჩეულს ყოველ წამს რომ გიყვართ, რომ მასზე გიჟდებით. როცა ადამიანი შენში ბოლომდე რწმუნდება თითქოს აღარ გიფრთხილდება. მოთოკეთ ზოგჯერ თავი და დაინახავთ, რომ მამკაცი ბევრად გააქტიურდება თქვენს მიმართ.
გისურვებთ წარმატებებს.
და ბოლოს ნურასოდეს ეცდებით მამკაცის თქვენს ჭკუაზე ტარებას უბრალოდ დაეთანხმეთ მაშინაც კი, როცა იცით რომ ცდება. ასე შესაძლოა მიხვდეს თავისი აზრის მცდარობას და შემდეგ თავად მოვიდეს თქვენთან რჩევის საკითხავად.ყველა ადამიანი ინდივიდია, მაგრამ თუმცა მამაკაცს აქვს ერთი საერთო თვისება, რომელის სახელსაც ქალები სურვილისამებრ ირჩევენ:)