x
მეტი
  • 01.07.2024
  • სტატია:135703
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510089
როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი -საგაზაფხულო დეტოქსიკაცია
გაზაფხულზე როგორც ახალ წელს ან ორშაბათობით სურვილი გიჩნდება ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყო.

გაზაფხულზე დროა ორგანიზმის მსუბუქ გაწმენდაზეც იზრუნო: რადგან ამ დროს ძლიერდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები, სხეული მზად არის გათავისუფლდეს ტოქსინების, წიდების და არასაჭირო წონისგან.

დაეხმარეთ ორგანიზმს და "გენერალური წმენდა" დაიწყეთ სწორი კვებით. დეტოქს-კვირის განმავლობაში რაციონიდან გამორიცხეთ: ტკბილეულობა, პურ-ფუნთუშეული და ხორცი.

მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად უარი თქვით არამარტო ხორცზე, არამედ კვერცხსა და რძის პროდუქტებზე.


დაივიწყეთ კარტოფილი, თეთრი ლობიო, კონსერვები, თხილი, ალკოჰოლი.

image

აუცილებლად უნდა მიიღოთ: ილის, კოჭას, კამას, დარიჩინის, ალოეს, გვირილას ჩაი.

გვირილას ჩაი საუკეთესო გამწმენდი საშუალებაა -ასუფთავებს ნაწლავებს, ამცირებს გაზების დაგროვებას, გამოაქვს მავნე ნივთიერებები.

მსგავსი მოქმედება გააჩნია ახლადდაყენებულ უშაქრო მწვანე ჩაის-

ის საუკეთესოდ წმენდს ღვიძლს და სისხლს. სისხლძარღვებს ასუფთავებს კოჭას ჩაი ლიმონით. მის ფესვებში შემავალი მიკროელემენტები აუმჯობესებს უჯრედებში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს, აწესრიგებს კუჭის მუშაობას.

დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ არანაკლებ ერთი ლიტრი არაგაზირებულ სასმელი წყალი.

ხილიდან მიირთვით გრეიფრუტი, ბროწეული, ვაშლი და კივი.


ასევე ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული ჭარხალი, სტაფილო, ისპანახი, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო. ცოცხალი სახით მიირთვით მწვანილები.
დეტოქს მენიუ:

საუზმე: 30-40 ტემპერატურის ლიმონიანი წყალი მიირთვით საკვების პირველ მიღებამდე ნახევარი სთ-ით ადრე. ის გააღვიძებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს და განაწყობს აქტიური მუშაობისთვის. უკუჩვენებაა წყულოვანი დაავადება, გასტრიტი, მაღალი მჟავიანობა.

"სმუზი"

აიღეთ ნებისმიერი გაყინული ან ახალი ხილი და მოათავსეთ ბლენდერში. ჟოლოს, მოცხარს, ალუბალს, მოცვს დაამატეთ კივი და გრეფრუტი. კარგად ეხამება ისპანახი, ანანასი, ლიმონის კანი და გახეხილი კოჭა. კოქტეილში შეგიძლიათ დაამატოთ სელის თესლი, მასში ბევრია ვიტამინები, მიკროელემენტები, და მჟავები, რომელიც არეგულირებს ქოლესტერინის დონეს.

უკუჩვენება: ქოლეცისტიტი და კუჭ-ნაწლავის დაავადება


გამომცხვარი ვაშლი თაფლით ტკბილეულის მოყვარულთათვის.

მეორე საუზმე:

კივი, ფორთოხალი და მწვანე ჩაი.
სადილი

ბოსტნეული სუპი ან რიზოტო, რომელიც მუქი ბრინჯისგან დაამზადეთ, ბრინჯი წინასწარ ჩაალბეთ და ისე მოხარშეთ. ბრინჯს დაამატეთ სანელებლები: კურკუმა, შავი პილპილი და თიმიანი (თავშავა).


ნაშუადღევს სამხარი:

გახეხილი სტაფილოს და ჭარხლის სალათა ზეითუნის ზეთით.


ვახშამი

"სმუზი" კენკრისგან. შეგიძლიათ დაამატოთ სალათის ფურცლები ან ცოტა ალოე.
ვახშამში მინიმალური რაოდენობით უნდა იყოს ნახშირწყალი.

ღამით ინტენსიურად გამომუშავდება კოლაგენი, რომელიც კანს ელასტიურობას ანიჭებს, შაქარი კი ამას ხელს უშლის.



0
877
4-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
877
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0