მხატვრობა მარკ შაგალი - "უჟანრო მხატვარი" 2013, 28 მარტი, 22:35 მეოცე საუკუნის მხატვართა შორის მას ხშირად სიურეალიზმს უკავშირებენ, თუმცა მისი შემოქმედება ერთ რომელიმე კონკრეტულ ჟანრს ნამდვილად სცილდება. მშობლიური სოფელი, ბიბლიური თემები მისი ნახატების მთავარი მორივებია.
ხშირად მას მხატვარ-პოეტსაც უწოდებენ.
" ერთი ფერი ბატონობს ჩვენს ნახატებზე და ეს სიყვარულის ფერია "- ამბობდა მარკ შაგალი, რომელიც თავდავიწყებით იყო შეყვარებული მის მეუღლეზე - ბელა როზელფილდზე და მიუხედავად მისი ხელმეორე ქორწინებისა იგი ბოლომდე მის მუზად დარჩა.
მხატვრის მშობლიური სოფელი ვიტებსკი იყო.სამხატვრო განათლება პეტერბურგში მიიღო, რის შემდეგაც პარიზში გაემგზავრა. სიღარიბის გამო საკუთარ მაისურებზე შესრულებულ ნამუშევრებს ყიდდა. " ბნელი გვრაბიდან მზის შუქზე მოვხვდი "- სწორედ ეს სიტყვები აღმოხდა პარიზში ჩასულს და ვერც წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ მას მსოფლიო უჟანრო მხატვრის -მარკ შაგალის სახელით გაიცნობდა და აღიარებდა. მის ხელოვნებას პარიზი ისე ესაჭიროებოდა, როგორც ხეს წყალი. მისი ნამუშევრებია " ქალის მწოლიარე შიშველი ფიგურა", " წითელი შიშველი ფიგურა", ასევე მან იერუსალიმში მოხატა ჰადასამ ენ კერემ ჰოსპიტალ" სინაგოგის ფანჯრები. 1241 13-ს მოსწონს
|