x
image
sweet one
ჭარბთმიანობის მიზეზები (+სასარგებლო რჩევები)

ჭარბთმიანობის პრობლემა, ისევე ძველია, როგორც კაცობრიობა. ალბათ, უფრო - ქალობრიობა..
imageსტატიაში საუბარია ჭარბთმინობის მიზეზებე, ასევე მოყვანილია, რამდენიმე სასარგებლო რჩევა ამ ყველასათვის საზიზღარი პრობლემის თავიდან ასაცილებლად.

როგორც ენდოკრინოლოგები მიიჩნევენ, ჭარბთმიანობის მიზეზი მამაკაცის სასქესო ჰორმონების სიჭარბე ან მათ მიმართ კანის მგრძნობელობის მომატებაა.
თურმე მამაკაცური ჰორმონები - ანდროგენები - ქალის ორგანიზმში ყოველთვის არის, თუმცა საკმაოდ მცირე რაოდენობით. მათ მეტად ''საპატიო'' ფუნქცია აკისრიათ: თმის ფოლიკულებს ააქტიურებენ და ამით კანის საფარველის ზოგად გათმიანებაში მონაწილეობენ. შესაბამისად, საკმარისია ანდროგენები საკმარისზე მეტი რაოდენიბით წარმოიქმნას, რომ მაშინვე ჭარბთმინობაც იჩენს თავს. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც ყველაფერში, ჭარბთმიანობის ჩამოყალიბებაშიც, მთავარი როლი გენეტიკურ განწყობას აკისრია. თუმცა მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორებიც, მაგალითად:image


1. ასაკი.
პრობლემა ყველაზე ხშირად, სქესობრივი მომწიფების დროს იჩენს ხოლმე თავს.

2. სიმსუქნე.
ზედმეტი წონის ფონზე ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რაც ანდროგენების მოჭარბებას იწვევს.

3. ინსოლაცია.
მზის სხივების ზემოქმედებისას, მართალია, თმა ღიავდება, მაგრამ უფრო ინტენსიურად იზრდება. ასე რომ, ზაფხულში ზღვის სანაპიროზე და ზამთარში სათხილამურო კურორტებზე ყოფნისას, მზეზე ნებივრობა ზედმეტი არ მოგივიდეს.







0
634
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:sweet one
sweet one
634
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0