x
image
worldsport.ge
"ბარსელონა" "სიენასთან" დაპირისპირებას დიდი დანაკლისით ხვდება

image"ბარსელონა" ევროლიგის ტოპ 16-ის მე-11-ე ტურის "სიენასთან" სტუმრად გასამართ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება, იტალიაში კატალონურ კლუბს არ გაყვნენ უკანა ხაზის ლიდერი ხუან კარლოს ნავარო და მსუბუქი ფორვარდი პიტ მაიკლი.
მაიკლისათვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია, ვინაიდან მას მედიკოსებმა ფეხის ტრომბოემბოლია აღმოუჩინეს და დიდხნიანი სამკურნალო პროცესი დაენიშნა. შეგახსენებთ, რომ იგივე დაავადების გამო პიტმა გასული სეზონი სრულიად გამოტოვა.
ხუან კარლოს ნავარო შემთხვევაში სიტუაცია გაცილებით მსუბუქია. იგი ჯანმრთელად გახლავთ, თუმცა "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავიერ პასკუალმა გადაწყვიტა დაასვენოს გუნდის ლიდერი გადატვირთული გრაფიკის გამო, ვინაიდან ესპანელებს F ჯგუფში პირველი ადგილის უკვე ვეღარავინ შეეცილება.

წყარო: www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0