x
image
მადამ ფისუნია
იორდასალამი

image იორდასალამი, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების, იშვიათად ბუჩქების ან ბუჩქბალახების გვარი იორდასალამისებრთა ოჯახისა. აქვთ წითელი, ვარდისფერი, თეთრი ან იშვიათად მოყვითალო მმარტოული დიდი ყვავილები, ფოთლურა ნაყოფი. გვარში 40-მდე სახეობაა, რომლებიც გავრცელებულა აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, იაპონიასა და ჩრდ. ამერიკაში. კავკასიაში 13 სახეობის იორდასალამი არსებობს, საქართველოში - 10, რომელთაგანაც 5 საქართველოს ენდემია; სახეობათა უმრავლესობა მესამეული პერიოდის ფლორას ეკუთვნის მრავალი მათგანი დღესაც ფართოფოთლოვან რეაქტურ ტყეებში გვხვდება. მეტად ლამაზი დეკორატიული მცენარეებია. მებაღეობაში უამრავი ბუთხუზა (ვარა) ჯიშია გამოყვანილი. ზოგ სახეობას ხალხი მედიცინაშიც იყენებს.

0
192
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0