x
image
სოფა
კრისტი ყიფშიძე ,,მოდელობა ხშირად სარფიანი გათხოვებით სრულდება "

imageკრისტი ყიფშიძის განცხადებით საქართველოში მოდელობას ირჩევენ იმისთვის, რომ შემდეგ სარფიანად გათხოვდნენ. მოდელის თქმით ქართულ რეალობაში ამის მაგალითები ხშირია. ხშირ შემთხვევაში მოდელები სპორტსმენების ცოლები ხდებიან და ამის შემდეგ ისინი სამოდელო საქმიანობას შორდებიან.როგორც მოდელი აღნიშნავს მისთვის გაუგებარია რას ნიშნავს სარფიანი გათხოვება. კრისტი ყიფშიძეს პირველად მოდების ჩვენებაში 16 წლისას მიუღია მონაწილეობა:-მახსოვს ჩემს დაბადების დღეზე დილით ტელეფონზე ზარი გაისმა. მაცნობებდნენ რომ მოდების ჩვენებაში უნდა მიმეღო მონაწილეობა. ამ ზარმა მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა -ასე იხსენებს კრისტი ყიფშიძე პირველ ნაბიჯებს მოდის სამყაროში.მოდელი უკვე 19 წელია ამ სფეროში მუშაობს. დღეს კრისტისთვის მოდელის პროფესია ჰობი კი არა ცხოვრების ნაწილია.

“რატომღაც არსებობს მოსაზრება, რომ მოდელები ვიზუალურად ლამაზები არიან ხოლო შიგნით ცარიელები, ანუ განათლება არა აქვთ. მე და კიდევ რამდენმა მოდელმა ეს სტერეოტიპი დავამსხვრიეთ"-აცხადებს კრისტი ყიფშიძე.

0
57
3-ს მოსწონს
ავტორი:სოფა
სოფა
57