x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510029
Rihanna-ს პაემანი ქალთან

რამდენიმე დღის წინ, პაპარაცებმა ცნობილი მომღერალი Rihanna კალიფორნიაში, ერთ-ერთ რესტორანთან, მეგობარ Melissa Forde-სთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებული დააფიქსირეს. სადილის შემდეგ, image მათ ჰოლივუდის ღამის კლუბში გადაინაცვლეს.გავრცელებულ ფოტოებს Rihanna-მ Twitter-ის საშუალებით კომენტარიც გაუკეთა- "My lover for the night." დიდი ხნის განმავლობაში ცნობილი მომღერალი და Forde საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ის Rihanna-ს ასისტენტის სტატუსით დაყვებოდა სხვადასხვა ტურებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათ ერთნაირი ტატუებიც აქვთ, რომლის შინაარსიც ასეთია: "never a failure, always a lesson". მიუხედავად იმისა, რომ გოგონები რამდენჯერმე სასიყვარულო ურთიერთობაში გამოააშკარავეს, ხალხის ნაწილს ჰგონია, რომ ეს Rihanna-ს მორიგი ეპატაჟური საქციელია, რომლითაც ყურადღების მიპყრობას ცდილობს. თუმცა, სხვების აზრით მომღერლის წარუმატებელი რომანების შემდეგ ისეთ ცნობილ ადამიანებთან როგორებიც არიან Chris Brown, Dodgers star Matt Kemp, და Drake, შესაძლოა ის პირად ცხოვრებაში წარმატების მიღწევას ქალთან ერთად ცდილობს.

0
87
1-ს მოსწონს
ავტორი:an
an
87