სისხლის სამართალი ბერეზოვსკის სიკვდილის მიზეზი-ჩამოხრჩობა 2013, 26 მარტი, 11:36 ბრიტანეთის პოლიციამ გამოაქვეყნა პირველი შედეგები რუსი ოლიგარქის, ბორის ბერეზოვსკის, გვამის გაკვეთის შემდეგ. ექსპერტებმა დაასახელეს ბორის ბერეზოვსკის გარდაცვალების მიზეზი-ჩამოხრჩობა. მართალია ეს მხოლოდ ძიების დასაწყისია. ბრიტანეთის პათოლოგანატომებმა, რომლებმაც ჩაატარეს მისი გვამის გაკვეთა, თვლიან რომ მან თავი ჩამოიხრჩო. ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი ძალადობის კვალი და ამიტომ პოლიცია ამტკიცებს, რომ მას არა აქვს არანაირი საფუძველი, რომ ოლიგარქის სიკვდილში ვინმე დაადანაშაულოს. ამგვარად, ბერეზოვსკის თვითმკვლელობის ვერია პრიორიტეტული ხდება. გაკვეთის შედეგები ორშაბათს ღამე იქნა ცნობილი. პოლიცია ამტკიცებს, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის გამოძიების საბოლოო შედეგები. ჩატარებული იქნება ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და სხეულის ქსოვილის ანალიზი, რასაც კიდევ რანმდენიმე დღე დასჭირდება. ამ ყოველივეს მერე ოფიციალურად იქნება დასახელებული სიკვდილის მიზეზი. ქალაქგარეთ სახლი, სადაც იქნა აღმოჩენილი ბერეზოვსკის გვამი და მისი შემოგარენი ერთი დღე-ღამის განმავლობაში ისევ იქნება პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ-იქ ისევ მუშაობენ კრიმინალისტები. ვილა ეკუთვნის მის ყოფილი მეუღლეს, გალინა ბერეზოვსკის. იგი ამტკიცებს, რომ ცხედარის გვერდით შარფი ეგდო, ხოლო გარდაცვლილის ერთ-ერთმა მეგობარმა ნიკოლაი გლუშკოვმა განაცხადა, რომ ოლიგარქი დაახრჩვეს. ამასთანავე კიდევ ერთი მისი მეგობარი არ გამორიცხავს, რომ ბერეზოვსკის თავი მოეკლა. მან განაცხადა, რომ იგი იყო იმ სახლში, სადაც აღმოაჩინეს ოლიგარქის გვამი და ესაუბრა მცველს, რომელმაც გამოიძახაია ექიმები და პოლიცია. ბერეზოვსკის უცაბედი და საიდუმლოებით მოცულ სიკვდილს, ძირფესვიანად გამოიძიებენ და დადგინდება იყო თუ არა ეს მართლაც თვითმკვლელობა, რაც წინასწარი გამოძიებით უკვე დადგენილია. 87 2-ს მოსწონს
|