სხვა საოცარი აღმოჩენა: მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი და გამძლე მყარი ნივთიერება 2013, 25 მარტი, 22:38 ჩინელმა მეცნიერებმა შექმნეს მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი ნივთიერება, რომელიც ყვავილზეც კი კავდება.
ნივთიერება შედგება გრაფენის ოქსიდისა და ლიოფიზილირებული წყალბადისაგან. აეროგელ გრაფენის მატერია იწონის სულ რაღაც 0.16 მგ/სმ კუბს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე მსუბუქ მყარ ნივთიერებად აქცევს. როგორც ცნობილია გრაფენმა უკვე მოუტანა ნობელის პრემია ანდრეი ჰეიმსა და კონსტანტინ ნოვოსელოვუს. უნიკალური ნივთიერების ბაზაზე კიდევ არაერთი მეცნიერული აღმოჩენა გაკეთდება. დანამატების გარეშე გრიფენი ეს არის მსოფლიოში ყველაზე წვრილი ორგანზომილებიანი კრისტალი. საჭიროა ერთად დავდოთ 3 მილიონი გრიფენი, რომ მათმა სიმაღლემ 1 მილიმეტრს მიაღწიოს. მიუხედავად თავისი სიმსუბუქისა გრიფენი ძალიან გამძლეა. პოლიეთილენის პარკის სისქის ერთ შრეს შეუძლია სპილოს წონას გაუძლოს. სიმსუბუქესა და გამძლეობასთან ერთად ეს ნივთიერება საკმაოდ მოქნილია. ის შეიძლება გავწელოთ 20%-ით ყოველგვარი დანაკარგის გარეშე. გრიფენის ერთ-ერთი ბოლო თვისება, რომელიც მეცნიერებმა გამოავლინეს ეს არის წყლის გაფილტვრის საოცარი უნარი. 786 18-ს მოსწონს 1-ს არა
|