x
image
ტორნადო07
რორშაჰის ტესტი (საკუთარი მეს და მისი დარღვევების კვლევა)
ეს ტესტი გამოიყენება ადამიანის პირონები, ანუ საკუთარი მეს შესასწავლად და მისი დარღვევების გამოსაკვლევად. image


1)შეხედეთ სურათს;

2)დაიმახსოვრეთ პირველი ასოციაცია;

3)წაიკითხეთ მნიშვნელობა;



1)კატის ან მელიის სახე: ეს ყველაზე გავრცელებული ასოციაციაა. თუ თქვენ დაინახეთ მელია, ან კატა მაშინ თქვენ შედარებით ჯანმრთელი ხართ, ანუ რორშაჰის ტესტი გადახრებს ვერ ავლენს და თქვენ ადამიანთა 85%-ს მიეკუთვნებით.image


2)პეპელა: ეს მეტყველებს თქვენში არსებული მსუბუქი კოგნიტიური დისონანსის შესახებ. როგორც წესი პეპელას ახალგაზრდა ადამიანები ხედავენ 20 წლამდე, რომლებიც მიდრეკილნი არიან ზედაპირული დეპრესიისადმი. პეპელა ჰარმონიის სიმბოლოა, რომელიც აკლია ადამიანს, რომელიც მას ხედავს.image


3)ღამურა: ღამურას ხედავს აგრესიისა და სისასტიკისადმი მიდრეკილი ადამიანი. ანდრეი ჩიკატილო ამ ტესტში ღამურას ხედავდა. შეიძლება განვითარდეს სადისტური მიდრეკილებები.image


4)ცხოველის ტყავი: ეს მეტყველებს ძალიან ძლიერ, ჯანმრთელ ფსიქიკაზე. როგორც წესი ცხოველის ტყავს ხედავს ადამიანი, რომელმაც იცის რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს ამას. ეს არის სიმბოლო საკუთარ ეჭვებზე გამარჯვებისა.image


5)კრაბი: კრაბს ხედავენ ისტერიისადმი, ნერვოზებისა და ნერვული აშლილობებისადმი მიდრეკილი ადამიანები.image


6)2 დათვი შადრევანზე: საკმაოდ იშვიათი, ერთეულოვანი ასოცოაცია. მეტყველებს შიზოფრენიაზე. თუმცა ეს ტესტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ სვამს დიაგნოზს. ორი დათვი შეიძლება დაინახოს, როგორც შიზოფრენიით დაავადებულმა ისე ძალიან განვითარებული ფანტაზიის მქონე ადამიანმა. image


სხვა ასოციაციები განიხილება სპეციალისტების მიერ ინდივიდუალურად.

2
491
4-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
491
  
2018, 20 ივნისი, 20:10
და ბოროტი სიცილით გაცინებული კაცის სახეს თუ ვხედავ?
2014, 26 სექტემბერი, 17:29
ინდივიდი ვარ მე
0 1 2