x
მეტი
  • 21.10.2024
  • სტატია:137750
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511596
სამკაულები და აქსესუარები - თანამედროვე ტენდენციები
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი რათქმაუნდა ძირითადი და მთავარია, მაგრამ საახალწლო ნაძვის ხე სათამაშოების გარეშე წარმოგიდგენიათ? - სწორედ ასევეა აქსესუარებისა და სამკაულების გარეშე ჩაცმულობა. ქალბატონებისათვის კი, განსაკუთრებით ვისაც აქვს სურვილი თუ პრეტენზია მუდურად და გლამურულად გამოიყურებოდეს, აქსესუარებს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს, ზოგჯერ უფრო დიდიც კი ვიდრე თავად ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს. აქსესუარები ხომ უხსოვარი დროიდან არსებობს და იმ დროსაც კი, როდესაც მოდა კი არა ცივილიზაციაც არ იყო განვითარებული და ადამიანები გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ და ნადირობით ირჩევდნენ თავს პოპულარული იყო. დიახ, გაიხსენეთ ფილმები ან ფოტოსურათები, რომლებიც ჩვენი ძველი წინაპრების თემასთან დაკავშირებით გინახავთ. აქსესუარებად ისინი ძირითადად მათ მიერვე მონადირებული ცხოველების ძვლებისაგან და ბეწვისაგან დამზადებულ ყელსაბამებს, ქამრებს თუ სხვა ნივთებს იყენებდნენ. ასევე ლამაზ ქვებსა და ნიჟარებს, ზოგიერთ აქსესუარს კი თავისი სპეციალური დატვირთვა ჰქონდა, მაგალითად ტომის ბელადებს აუცილებლად ჰქონდათ განსხვავებული მოსართავები, რაც მათ დიდებულებას გამოაჩენდა და ხაზს გაუსვავდა. თანამედროვეობას რომ შევადაროთ პრინციპი არც ახლა შეცვლილა, სხვადასხვა აქსესუარებს, იქნება ეს საათი, სათვალე, ჩანთა თუ სხვა ადამიანები საკუთარი სტატუსის ხაზგასასმელად იყენებენ. აქსესუარები მართლაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და დიდი ძალაა. ბევრი ცნობილი ადამიანი საკუთარი განსხვავებული სტილის წყალობით უფრო გამხდარა პოპულარული, გავიხსენოთ მაიკლ ჯექსონის ხელთათმანები, სათვალე და შლიაპა, ლენონის სათვალეები, ლედი გაგა თავისი უცნაური მორთულობებით და სხვანი.

ასე რომ დააკვირდით და სწორად შეარჩიეთ თქვენთვის საურველი და მოსახდენი აქსესუარები.

image

imageimageimageimageimageimageimageimageimage


imageimageimage

image

imageimageimageimage
image














0
164
7-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0