საზოგადოება კარგი ფოტოები მსოფლიოს ცვლიან (2) 2013, 23 მარტი, 23:24 1. მეგობრები - ბელი და ძაღლი. ფოტო გადაღებულია სლოვენიაში, სოფელ Podvrh-ში.
2. იესო ღრუბლებს ზემოდან გადასცქერის ქალაქს. ფოტო გადაღებულია რიო დე ჟანეიროში. 3. სამი წლის ბრიტანელმა გოგონამ, ელინ ემოსმა აინშტაინს აჯობა. ბავშვი ტელევიზორში ყოველთვის სამეცნიერო არხებს უყურებდა, რამაც დედა დააეჭვა და შვილი შღ ტესტზე გაატარა; გოგონამ 162 ქულა აიღო. ამ შედეგით მას აინშტაინზე მაღალი IQ აქვს. ელისი მსოფლიოს მაღალი ინტელექტისა და ნიჭის მქონე ადამიანთა საერთაშორისო საზოგადოებაში მიიღეს. ის კლუბის ყველაზე პატარა წევრია. 4. ყველაზე გასაოცარი და ლამაზი ჩანჩქერი არგენტინაში. 5. ულამაზესი ხედი. ფოტო გადაღებულია რუსეთში. 6. მზვერავი კოღო. მის წარმოებას აშშ-ს მთავრობა აფინანსებს. იგი იმართება დისტანციურად კამერით და მიკროფონით, მას შეუძლია ნებისმიერი ადამიანისგან აიღოს დეენემი ან დატოვოს კანქვეშ თვალთვალის ნანოტექნოლოგიური მოწყობილობა. 7. უბრალოდ, ეს ფოტო ყველაფრის მთქმელია... 8. მზრუნველი ქურდი. ქურდმა, რომელმაც შვედეთის უნივერიტეტის Umeå–ის ლექტორს ლეპტოპი მოჰპარა, კომპიუტერში არსებული 10 წლის განმავლობაში დაგროვებული ინფორმაცია ფლეშკაზე გადაიტანა და ლექტორს გაუგზავნა. 9. მუდამ არიან სუსტებზე სუსტები, რომლებსაც ზრუნვა სჭირდებათ. 10. ახალი კალედონია. "Heart in Voh" 11. ფოტოზე გამოსახულია ტაილანდელი ბავშვი, რომელიც ერთ-ერთია იმათგან, ვინც ტურისტებისთვის ან ადგილობრივებისთვის სანაძლეოს სანაცვლოდ ჩხუბობს. ამ სპორტს ტაილანდური კრივი (მუაი ტაი) ჰქვია. მოჩხუბრებისთვის მინიმალური ზღვრული ასაკი არ არსებობს. თვეში ორჯერ ან სამჯერ, საარსებო გროშებისთვის ისინი მენტალური და ფიზიკური ძალების ზღვრამდე მიდიან და კრივის მატჩებში მონაწილეობენ. მხოლოდ ზოგიერთი მათგანი თუ ხდება პროფესიონალური კრივის კერპი და მდიდრდება. 25 წლის ასაკში, როგორც წესი, ისინი კარიერას ასრულებენ. 12. ეს ხარბორის კუნძულია, სადაც ვარდისფერქვიშიანი პლაჟი ხუთი კილომეტრის მანძილზეა გადაჭიმული. 13. გოგონა ცდილობს სხივის გაჭრას. ფოტო გადაღებულია 1886 წელს. 14. პინგვინი და შოტლანდიელი. ფოტო გადაღებულია შოტლანდიური ექპედიციის დროს, 1903 წელს. 15. იაპონელი მეცნიერი Yasutaro Mitsui და მისი შექმნილი რობოტი. ეს იყო პირველი იაპონური ადამიანის მსგავსი რობოტი. 16. გადარჩენილი ჯარისკაცი. 1915 წლის ფოტო. 17. “მუსიკოსი თაგვები'' - ელენ ვან დილენის ფოტო.ამ ჰოლანდიელმა ფოტოგრაფმა ძალიან დიდი დრო დახარჯა იმისთვის, რო თაგვები დაეჭირა იმ მომენტში, როცა ისინი მინიატურულ მუსიკალურ ისნტრუმენტებს სწორედ დაიჭერდნენ 18. თანამგზავრი “ვოიაჯერ-1'' პირველია თანამგზავრთა შორის, რომელიც ასე შორს წავიდა და კიდევ აგრძელებს წინსვლას, წამში 17 კილომეტრი სიჩქარით.ის ამ ფრენას აგრძელებს 36 წელია, მიუხედავა იმისა, რომ ის გაცდა მზის სისტემას, თავის დანიშნულებას მაინც ასრულებს, მისია 2025 წელს მთავრდება. 19. გოგონა სოფლიდან "Kami". 1986 წლის ფოტო. 20. 1999 წლის 23 ივლისს ღია კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი გავიდა. მან სრულად დააკმაყოფილა პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. 28 ივლისს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ჩამოსცილდა კოსმოსურ სადგურს და გადავიდა დამოუკიდებელ თანამგზავრულ ორბიტაზე. 193 7-ს მოსწონს
|