მსოფლიო ბორის ბერეზოვსკი ინფარქტით გარდაიცვალა 2013, 23 მარტი, 23:09 ![]() ”ბერეზოვსკი გარდაიცვალა ლონდონის გარეუბანში მდებარე სახლში ინფარქტით. ცოტა ხნის წინ იგი იმყოფებოდა ისრაელში სამკურნალოდ, რის შემდეგაც დაბრუნდა დიდ ბრიტანეთში” - იტყობინება წყარო. ბერეზოვსკის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცეელდა ბიზნესმენის სიძის, იგორ შუპეს, ფეისბუქის გვერდის საშუალებით. ამ ინფორმაციის ოფიციალური დასტური ჯერ არ არსებობს სიცოცხლის ბოლოს ბერეზოვსკი თითქმის გაკოტრებული იყო. 2012 წლის აგვისტოში ლონდონის სასამართლომ არ დაუკმაყოფილა სარჩელი ბერეზოვსკის რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ 2000 წლებში გაყიდულ აქციებთან დაკავშირებით. ამ პროცესმა საფუძვლიანად შეარყია თეთრი ოლიგარქის ფინანსური მდგომარეობა, სწორედ ასე უწოდებდნენ მას. 125 2-ს მოსწონს
|