რელიგია დიეტოლოგის სამარხვო დიეტები და სამარხვო სალათები 2013, 23 მარტი, 14:27 მარხვა სათავეს იღებს შორეულ წარსულში, როგორც "ადამიანის სულის განწმენდისა და განახლების" საუკეთესო საშუალება.
დიდი მარხვა - 18 მარტიდან - 5 მაისამდე.
პეტრე-პავლობის მარხვა - 1-ივლისიდან -12 ივლისამდე.
მარიამობის მარხვა - 14 აგვისტოდან - 28 აგვისტომდე
შობის მარხვა 28 ნოემბრიდან - 7 იანვრამდე ერთდღიანი მარხვები : ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს (მსგეფსის გარდა). ნათლისღების წინა დღეს - მძიმე მარხვა. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე - მძიმე მარხვა. ჯვართამაღლების დღეს - მძიმე მარხვა. "მარხვა არის საშუალება და ღონე რომლითაც შეუძლია კაცს გაამტკიცოს თვისი სულიერი ზნეობითი ძალა".- ეპისკოპოსი გაბრიელი "თუ გსურს, რომ შენმა ლოცვამ ღმერთამდე მიაღწიოს, მიეცი მას ორი ფრთა: მარხვა და ლოცვა".- გვეუბნება მოძღვარი. გთავაზობთ: სამარხვო სალათებს. ბრინჯის სალათა. ბრინჯი - 2 ჩ/კ მაიონეზი - 200 გ (სამარხვო) კარტოფილი - 0, 5 კგ ხახვი 2-3 თავი ოხრახუში - 1 კონა კამა- 1 კონა მარილი - გემოვნებით უცხო სუნელი - გემოვნებით პილპილი - გემოვნებით მომზადება: ბრინჯი მოვხარშოთ მარილწყალში, გადავიღოთ საწურზე და გადავავლოთ ცივი წყალი. ცალკე მოვხარშოთ კარტოფილი და წვრილად დავჭრათ. ერთმანეთში ავურიოთ და შევაზავოთ წვრილად დაჭრილი ხახვით, ოხრახუშით, კამით, უცხო სუნელით, პილპილით და მარილით. დავასხათ მაიონეზი და მივირთვათ. ბოსტნეულის სალათა. კომბოსტო - 300 გრ ვაშლი - 3-4 ცალი კარტოფილი - 4-5 (მოხარშული) ხახვი - 1-2 ცალი (საშუალო ზომის) ზეთი - 3 ს/კ ჭარხლის წვენი - 2-3 ს/კ ლიმონის წვენი - 1 ლიმონის წვენი პილპილი - გემოვნებითმარილი - გემოვნებით შაქარი - გემოვნებით მომზადება: წვრილად დაჭერით კომბოსტო, ვაშლი, კარტოფილი, ხახვი და ყველაფერ ამას ზემოდან მოვასხათ მცენარეული ზეთი.ჭარხლის წვენში გავხსნათ მარილი და შაქარი, დავუმატოთ ლიმონის წვენი, პილპილი და დავასხათ და მივირთვათ. ბოსტნეულის სალათა სოკოთი ქამა სოკო - 100 გრ (მოხარშული) ხახვი - 4 თავი კიტრი - 1 ცალი სტაფილო - 3 ცალი პომიდორი - 6 ცალი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი ყვავილოვანი კომბოსტო - 200 გრ ზეთისხილი - 2 ს/კ ლიმონის წვენი - 1 ს/კ შაქარი - გემოვნებით მარილი - გემოვნებით პილპილი - გემოვნებით მომზადება: ხახვი დავჭრათ რგოლებად, კიტრი, სტაფილო და წიწაკა კუბიკებად.პომიდორი დავმდუღროთ, გავაცალოთ კანი და დავჭრათ ნაჭრებად. ქამა სოკო დავჭრათ ნაჭრებად.ყვავილოვანი კომბოსტო დავშალოთ და სტაფილოსთან ერთად მოვხარშოთ მარილიან წყალში. ყველა ბოსტნეული შევურიოთ ერთმანეთს, მოვაყაროთ პილპილი და ავურიოთ. სოუსის მოსამზადებლად შევურიოთ ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი, შაქარი და დავასხათ მომზადებულ სალათას და მივირთვათ. დიეტა მათთვის ვინც მარხვაზეა. 1) დილით: გერკულესი 1 ულუფა-1ც ვაშლი შუადღეს: 2ც მოხარშული კარტოფილი-2ც კიტრი 2ც სტაფილო, 2 ჩაის კოვზი სამარხო მაიონეზი. საკმაოდ გემრიელი სალათია. შემდეგი საათების განმავლობაში მხოლოდ წყალი. 2) 9–10 სთ-ზე 4 სუფრის კოვზი მოხარშული ჰერკულესიდა 2 ცალი პატარა ზომის მოხარშული კარტოფილი. 12:00 სთ-ზე – 2ც. ვაშლი ან 1 ცალი ბანანი. 14:00 სთ-ზე – 200გრ. მოხარშული თევზი ან სოკო, 6 სუფრის კოვზი უკვე მოხარშული წიწიბურა, მწვანილი. 17:00 სთ-ზე – 2ც. ვაშლი. 19:00 სთ-ზე – 1 თეფში ბოსტნეულის წვნიანი. ეს ყველაფერი უმარილოდ. დღის განმავლობაში 2ლიტრი სითხე უშაქროდ. 1330 5-ს მოსწონს
|