სხვა CNN-ის ჟურნალისტმა თბილისი მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქების სიაში შეიყვანა 2013, 23 მარტი, 11:39
CNN- ის ჟურნალისტის აზრით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნის, საქართველოს დედაქალაქი, თბილისი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ქალაქია.
და ამის თქმის უფლება მისცა თავს იმის გამო, რომ თბილისში არსებობს აბანოთუბანი.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ აბანოებში მკაცრი სახით გაგხეხავენ მექისეები თუ მანამდე სუნმა გარეთ არ გამოგაგდოთ.
აბანოთუბანი მდებარეობს ნარიყალას ციხის მიდამოებში, სადაც შესაძლებელია ასვლა თანამედროვე საბაგირო გზით. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, განსაკუთრებით შთამბეჭდავია ეს ადგილი საღამოს მოციმციმე ლამპიონების ფონზე. აქვე გვთავაზობს საერთაშორისო აეროპორტების ჩამონათვალს, რომლებიც პირდაპირი რეისით ჩამოიყვანს ხალხს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. ეტყობა ამ "რეკლამაში" შერეულ ანტირეკლამის დროს ჟურნალისტმა არ იცოდა, რომ გოგირდს თავისი სპეციფიური სუნი აქვს. შემოგთავაზებთ ჟურნალისტის მიერ ამ კატეგორიაში შეყვანილი ქალაქების სიას: ხარტუმი, სუდანი სანაა, იემენი ნუაკჩოტი, მავრიტანია კინშასა, კონგო კონაკრი, გვინეა ლაგოსი, ნიგერია 120 10-ს მოსწონს
|