კულტურა XXI საუკუნის 10 ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი 2013, 22 მარტი, 23:19 საიდუმლო არავისთვისაა, რომ ქორწინების წვეულების ტრადიცია თანდათან კვდება, თანამედროვე წყვილი კი ფულის გამოყენების უფრო საზრიან გზას პოულობს. თუმცა ეს ტენდენცია მსოფლიოში ყველაზე როდი ვრცელდება: ბევრ წყვილს სურს საკუთარი ბედნიერების დემონსტრირება და ქორწინების ძალისაც სჯერა. ქორწინების წვეულების ტრადიცია საუკუნეებია არსებობს და ალბათ კიდევ დიდხანს გასტანს. მაგალითად 1981 წელს პრინცი ჩარლზისა და დიანა სპენსერის ქორწილისთვის სახელმწიფო ხაზინიდან დაახლოებით 3 მილიონი დაიხარჯა. დღეისთვის კი ფსონები ბევრად დიდია. გთავაზობთ 21-ე საუკუნის ყველაზე ძვირადღირებულ 10 ქორწილს. 10. ტომ კრუზი და ქეთი ჰოლმსი ფასი:2 მილიონი დალარი წელი: 2006 მათი ქორწილი იტალიაში გაიმართა და ქორწინება ეკლესიის წესების შესაბამისად შედგა. გართობას კი ჩვეულებრივი სცენარი ჰქონდა, მილოცვები, სიმღერები, ცეკვები და სადღეგრძელოები. 9. Elizabeth Hurley და Arun Nayar ფასი: $ 2.5 მილიონი წელი: 2007 ბრიტანელი მსახიობისა და ინდოელი მილიარდელის ქორწილმა 8 დღე გასტანა. თავდაპირველად ისინი ინგლისში კათოლიკური ეკლესის წესებისამებრ დაქორწინდნენ, შემდეგ კი 200 სტუმართან ერთად კარგად მოილხინეს. 8.ჰიზერ მილსი და პოლ მაკარტნი ფასი: $ 3, 000, 000 წელი: 2002 პოლ მაკარტნის ქორწინებამ მისი გულშემატკივრების საშინელი რეაქცია გამოიწვია. ბედნიერი ოჯახი არ შედგა, ისინი უკვე განქორტწინდნენ. 7. ლაიზა მინელი და დევიდ გესტი ფასი: $ 3.5 მილიონი წელი: 2002 ფილმ "კაბარეს" ვარსკვლავისა და ამერიკელი პროდიუსერის ქორწილს ხშირად ადარებენ "გრემის" დაჯილდოვების ცერემონიალს. მეჯვარეები მაიკლ ჯექსონი და ელიზაბეტ ტეილორი გახლდათ. ბედნიერებამ მხოლოდ წელიწადნახევარი გასტანა. 6. ჩელსი კლინტონი და მარკ მეზვინსკი ფასი: $ 5 მილიონი წელი: 2010 დიახ, ეს იყო ქორწილი აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ერთადერთი ქალიშვილის. 5. უეინ რუნი და კოლინ მაკლაფლინი ფასი: $ 8.000.000 წელი: 2008 რუნის მეუღლე არც მოდელია და არც მსახიობი. წყვილმა ერთმანეთი ბავშვობაში, საშუალო სკოლაში გაიცნო, ექვსწლიანი ურთიერთობა კი ქორწილით დაგვირგვინდა. 4.კიმ კარდაშიანი და კრის ჰამფრი ფასი: $ 10 მილიონი წელი: 2011 კიმის სახელი ყოველთვის ფუფუნებასთან ასოცირდება, კრისმაც საკმაო გულუხვობა გამოიჩინა და ბრილიანტებით შემკულ ბეჭედში 2 მილიონი გადაიხადა. 3. ანდრეი მელნიჩენკო და ალექსანდრა ნიკოლიჩი ფასი: $ 30 მილიონი წელი: 2005 რუსმა ბიზნესმენმა და "მის იუგოსლავიამ" ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს. 2. პრინც უილიამი და კეიტ მილდტონი ფასი: $ 34 მილიონი წელი: 2011 მთელმა მსოფლიომ ნახა ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრისა და მისი რჩეულის ქორწილი. სამწუხაროდ გაერთიანებული სამეფოს ბევრი მკვიდრი იყო უბედური, რადგან დღესასწაულისათვის თანხა ქვეყნის ბიუჯეტმა გაიღო. მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა მხოლოდ ყვავილებზე რამდენიმე ათასი ფუნტი დაიხარჯა. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ამისთვის ქვეყანამ რამდენიმე მილიონი გაიღო. 1.ვანიშ მიტალი და ამიშა ბრახტია ფასი: $ 60 მილიონი წელი: 2005 ცნობილი მილიარდერის, ეგრეთ წოდებული, პლანეტის ფოლადის მეფის, ლაკშმი მიტალის ქალიშვილი ვანიშ მიტალის და ბანკირის ამიტა ბხატიას ქორწილი ჩვეულებრივი არც უნდა ყოფილიყო, მაგრამ თანხა, რომელიც დაიხარჯა, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ქორწილი, რომელიც 5 დღეს გრძელდებოდა და 1000 სტუმარს იტევდა, 60 მილიონი დოლარი დაჯდა. რაში დაიხარჯა ამდენი თანხა? 20-ფურცლიანი ჩამონათვალი, სადაც ხართაღრიცხვაა ნაწარმოები, ამის პასუხს იძლევა. დარბაზი, სადაც ქორწილი გადაიხადეს, მე-17 საუკუნის ფრანგულ სასახლეს წარმოადგენს. 5 დღით სასახლის ქირაობა, არც ისე იაფი იქნებოდა. 100-ზე მეტი განსხვავებული კერძი, რომელიც ყველაზე ცნობილი მზარეულების მიერ იყო მომზადებული, უძვირფასესი ჭურჭლით იყო გაწყობილი. მხოლოდ ღვინო მასპინძლებს 1, 5 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდათ. 364 10-ს მოსწონს
|