x
image
DianaMaverick
როგორ პოზიორობს ალესანდრა ამბროსიოს გოგონა და რა არ მოსწონს მას!
მისი დედა უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოდელია მთელ მსოფლიოში და ეჭვგარეშეა რომ ალესანდრა ამბროსიოს(Alessandra Ambrosio) გოგონა ანიას(Anja) პოზიორობის უნარი დედისგან გამოჰყვა.

თვალწარმტაცი 4 წლის გოგონას წუთიერი გაბრაზება პოზიორობაში გადადის და პაპარაცებიც სარგებლობენ ამით და მშვენიერ სურათებს უღებენ სადაც ასახულია თუ როგორი გაბუტული მიჰყვება ის დედიკოს საყიდლებზე.

როგორც ჩანს დედიკოს ის ხშირად დაჰყავს საყიდლებზე, სადაც მოდელი ისეა გართული უვნებელი და სასარგებლო პროდუქტების ყიდვით რომ გოგონას სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს და პატარასთვის ეს მომაბეზრებელია.

უმშვენიერესი დედიკო და ქალიშვილი პაპარაცებმა დააფიქსირეს.


image''Victoria Secrets''-ის მოდელ ალესანდრა ამბროსიოს რომელიც 1.76 სმ.-ია წაბლისფერი თმა გაშლილი აქვს და მხრებზე გადმოყრილი, თავის ულამაზეს ფიგურას კი მოშვებული და თავისუფალი ნაქსოვი სვიტერით იფარავს, რომელიც ვარსკვლავებითაა გაფორმებული.

პატარა ქალიშვილი საყვარლად გამოიყურებოდა ვარდისფერ ჯემპრში, განსაკუთრებით როდესაც ის ხელში მანქანის გასაღებს ათამაშებდა რომელიც სავარაუდოდ დედიკომ ყურადღების გადასატანად და გასართობად მისცა.

შეიძლება ვივარაუდოთ რომ 2 მძიმე სასურსათო ჩანთა რომელიც მოდელს მიჰქონდა, არ შეიცავდა უსარგებლო საკვებ პროდუქტებს რადგანაც ალესანდრა რომელიც 10 თვის ნოეს დედიკოცაა, ჯერ კიდევ შესანიშნავ ფორმაშია, რაც სწორი კვებისა და ფიზიკური ვარჯიშის დამსახურებაა.

image

ვარსკვლავი პოზიორობს!გაბუტულმა ანიამ ხელები შემოიჭდო და გაბუსული მიჰყვება დედიკოს მანქანისკენ.

image

ჩქარა!როგორც ჩანს დედიკოს არც ისე ძაან ანაღვლებს გოგონას გაბუტვა.

image

ახლა ამის დრო არ არის!გაბრაზებული გოგონა სიარულს ანელებს და მანქანისკენ მიმავალ დედიკოს უკან რჩება.

ორსულობის პერიოდშიც კი, მოდელი, რომელიც კალიფორნიელი ბიზნესმენის-ჯემი მაზურის(Jamie Mazur) მეუღლეა, ამბობს რომ ძალიან მნიშვნელოვანია კვების გაკონტროლება.

''როდესაც ორსულად ხარ, აუცილებელია ბევრი ნუტრიენტები(ნოყიერი, კვებით მდიდარი პროდუქტი) მიიღო.შენ გგონია რადგან ორსულად ხარ შეგიძლია მთელი პიცა შეჭამო?მაგრამ პიცა არ შეიცავს ნუტრიენტებს''-აღნიშნა მან. (Yahoo omg!)

''მე გირჩევდით რომ საკუთარ სხეულთან მეტი სინდისიერი იყოთ.ხანდახან არაუშავს მაგრამ ყოვედღიურად გიჟურად ჭამა საშინელებაა.''-აცხადებს ის და გვირჩევს ცოტა დრო ტრენაჟორებსაც დავუთმოთ რათა მუდამ სასურველ ფორმაში ვიყოთ.

image

კარგად გამოიყურება!ალესანდრა ამ ჯინსსა და ჯემპრს კიდევ უფრო ალამაზებს.

''მე მიყვარს ზღვაზე სიარული, სერფინგი ან ფრენბურთის თამაში ჩემს მეგობრებთან ერთად, მე მიყვარს აქტიური ცხოვრება!''-აცხადებს ის. ♥

4
104
3-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
104
  
2013, 23 მარტი, 9:10
:) გართულია
2013, 23 მარტი, 1:41
ეგ მართლა ფაქტია
2013, 23 მარტი, 1:04
:) არა ეგ არ მიგულისხმია,უბრალოდ ფაქტია საყიდლებზე ვერ აქცევს ყურადგებას. :P
2013, 22 მარტი, 21:24
კარგი სტატიაა :) მართლა რა პრანჭიკელა ბავშვია მაგარმ ალესანდრა მთლად ნუ გამოგყავს ცუდი დედა
0 1 4
Loading...