ქალი და მამაკაცი ქალთა 20 კატეგორია რომელზეც მამაკაცები ''აბოდებენ''!გაინტერესებს ხარ თუ არა ერთ-ერთი მათგანი?მაშინ წაიკითხე! 2018, 27 იანვარი, 13:54 გაინტერესებთ გარკვეული ტიპის გოგონები რატომ არასოდეს რჩებიან მარტო?მასზე მთელი უბნის ბიჭები გიჟდებიან და ისღა დარჩენია აირჩიოს ვისთან გააბას რომანი?არა, ეს არ არის მხოლოდ იღბალი ან გამართლება, ან მისი ფლირტაობის და კეკლუცობის შედეგი.ყველანაირი ფლირტი არაა საინტერესო და არც ყველა მამაკაცს მოსწონს ეს, თანაც, მხოლოდ ფლირტით ვერ შეაბავთ ნამდვილ მამაკაცს. გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ არსებობენ გარკვეული სტილის გოგონები თუ ქალები, რომლებსაც მამაკაცის მოსახიბლად საერთოდ არ სჭირდებათ რაიმე ძალისხმევა, უფრო მეტიც, ეს უმეტესად მათ გაუცნობიერებლადაც კი ხდება.გინდათ მამაკაცებისთვის უფრო სასურველი და საინტერესო იყოთ?შანსი არის, მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ გაერკვეთ ქვევით ჩამოთვლილ ქალთა ტიპებიდან რომელს მიეკუთვნებით! 1.გოგონები მაკიაჟის გარეშე! გოგოების უმრავლესობას ჰგონია, რომ მით უფრო ლამაზად გამოიყურება, რაც უფრო მეტი მაკიაჟი უკეთია.მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი ასეთ გოგოზე არასოდეს იტყვის რომ მახინჯია, თუმცა დროა ვაღიაროთ, მათ ბუნებრივი სილამაზე უფრო იზიდავთ.სწორედ ამიტომაა რომ ზოგჯერ ჩვენი პარტნიორი, დილით, გაღვიძებისას გვეუბნება თუ რა ლამაზები ვართ.მათ ჩვენი სუფთა კანი, ბუნებრივობა მოსწონს და არა მაკიაჟით დამძიმებული სახე, ხელოვნური წამწამებუ თუ წარბები, დაბერილი ტუჩები და ასე შემდეგ.ამ დროს ხომ ისინი ისეთს გვხედავენ როგორიც სინამდვილეში ვართ. 2.ათლეტური ანუ სპორტული აღნაგობის გოგონები! იმისათვის რომ გაზარდო მამაკაცის მოხიბვლის შანსი, ისეთი მაცდუნებელი იყო მისთვის რომ უარის თქმა უბრალოდ ვერ შეძლოს, ამაში სპორტი დაგეხმარებათ.ჩამოირეცხეთ მაკიაჟი და შედით სპორტის რომელიმე სახეობაში, სპორტულ დარბაზში სიარული იქნება ეს, კალათბურთი, ხელბურთი, ციგურები ან სულაც გოლფი.სულ რამოდენიმე კვირაში შეამჩნევთ თქვენი სხეული როგორ ''გამოიძერწება''. 3.კომპიუტერული თამაშების მოყვარული გოგონები! როდესაც გოგონა ვიდეო თამაშებს თამაშობს, ეს ადასტურებს, რომ ის წყნარი, მხიარული და ცოტა არასერიოზულია, თუმცა გამგებიანი და ელემენტარულზე არასოდეს ''გაგიჭედავს''.ეს ასევე მიანიშნებს იმაზე რომ მათ შეუძლიათ უბრალოდ წამოწოლილნი იყვნენ დივანზე და საათობით უყურონ საყვარელ ფილმს ან წყვილშიც კი ითამაშონ საყვარელი ვიდეო თამაში, ბიჭები კი გიჟდებიან ასეთ გოგოზე, რადგან იმაზე ძალიან არაფერი ეჯავრებათ, ვიდრე მუდამ უკმაყოფილო და მოწუწუნე გოგო... 4.იდუმალებით მოცული ანუ ''ამოუხსნელი'' ქალბატონები! ნებისმიერი მამაკაცი ალბათ ერთხელ მაინც შეხვედრია ესეთ ქალს, მათზე მამაკაცები აბოდებენ.მას ყოველთვის აინტერესებს რას აკეთებს ის, რას ფიქრობს ამა თუ იმ სიტუაციაში, რა მოსწონს, რა არ მოსწონს, ამ დროს მისი ვერაფერი გაუგია და ეს აგიჟებს...თუ თქვენ ამ ტიპის ქალბატონს მიეკუთვნებით, ვერც კი წარმოგიდგენიათ რა საინტერესო ხართ მამაკაცებისთვის.შეიძლება მორცხვი ხართ და არ ხართ მიჩვეული თქვენს გრძნობებსა თუ შთაბეჭდილებებზე ისაუბროთ.ან ჰეი, იქნებ სპეციალურად ირგებთ ამ როლს და განზრახ იქცევით ისე რომ მამაკაცმა თქვენი ვერაფერი გაიგოს და ესე უფრო დააინტერესოთ? ;) რას გაიგებ, ჩვენ ყველანი მეტნაკლებად ''ჩვენ თამაშს'' ვთამაშობთ მამაკაცთან შეხვედრისას, თუნდაც ვიცოდეთ რომ ეს სტრატეგია არც ისე კარგია.
5.ქალი, რომელთანაც შეეძლება ცრემლებიც კი არ დამალოს!
განა არსებობს ისეთი მამაკაცი რომელიც ყველაზე გამგებიან ქალბატონს უარს ეტყვის რამეზე?რა თქმა უნდა არა!ჩვენ ყველას პარტნიორად ისეთი ადამიანი არ გვინდა ვინც ყველაფერს გაგვიგებს და ვისთან ერთადაც ჰარმონიულ ურთიერთობაში ვიქნებით?ვინც ყოველთვის ჩვენთან იქნება და ნებისმიერ მძიმე წუთში გვერდში ამოგვიდგება?ასეა მამაკაციც.საუბედუროდ, ასეთებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვერ შეხვდებით.დაიმახსოვრეთ, თუ გინდათ რომ ქალთა ამ გასაოცარ კატეგორიას მიეკუთვნებოდეთ, უნდა გააუმჯობესოთ თანაგრძნობა და ისწავლოთ მოსმენის კულტურა.უმაკიაჟოდ სიარული ადვილია, მაგრამ...ისწავლო თანაგრძნობა და გახდე უფრო გამგებიანი?-ეს ძალიან ძნელი...თუმცა ეს ამად ღირს რადგან ყველა მამაკაცი ფეხქვეშ გაგეგება.გახსოვდეთ, კაცსაც გააჩნია გრძნობები და უნდა რომ მოვუსმინოთ მის გრძნობებს, ფიქრებსა და გადაწყვეტილებებს.
6.ქალი რომელიც მამაკაცს თავისუფლებას მიანიჭებს და არ შეზღუდავს!
არავის არ სურს მუდამ აკონტროლებდნენ.რომელი სულელი დაიწყებს ურთიერთობას ავადმყოფ ჯაშუშთან?ყველაფერს რომ აკონტროლებს, განსაკუთრებით მისი ფეხის ნაბიჯებს?ტვინს რომ გიბურღავს კითხვებით:სად იყავი?ვისთან იყავი?რატომ იყავი?თუ გყოფნით გამბედაობა და აღიარებთ რომ ქალთა ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის რომ შეიცვალოთ.კაცები შეიძლება ძალიან მომთხოვნები არიან, მაგრამ ეს მოთხოვნა მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.ოდესმე გქონიათ ურთიერთობა ამ ტიპის ადამიანთან?თუ არა, თქვენ ვერასოდეს წარმოიდგენთ რა საშინელებაა ესეთ ადამიანთან ცხოვრება და რამდენად ''გამანადგურებელია'' ეს ურთიერთობისთვის.ასეთებს ყოველთვის გაურბიან მამაკაცები.ასე რომ კონტროლის მაგივრად ისწავლე როგორ ''გასცე და მიიღო'' თუნდაც თავისუფლება.არც იმას მისცე უფლება გმართოს და ნურც საკუთარ თავს მისცემ უფლებას ის აკონტროლო, ეს უბრალოდ მარაზმია.დააბალანსეთ ურთიერთ კონტროლი, პატივი ეცით ერთმანეთს და მერწმუნეთ თქვენყველაზე მშვიდი და ჰარმონიული ურთიერთობა გექნებათ.
7.ქალი, რომლის თმაც მუდამ მოვლილია!
თმა ძალიან მნიშვნელოვანია.თუ ჯერაც არ გესმის რატომ უნდა იზრუნო მასზე, დაიწყე თმის მოწესრიგება, გამონახე დრო რომ დაივარცხნო ან გაისწორო, ან თუნდაც დაიბანო და თავად დარწმუნდები ამაში!შეიძლება სულელურად ჟღერდეს, მაგრამ თმა ძალიან დიდ როლს თამაშობს თქვენს ცხოვრებასა და განწყობაზე.ვის სურს გაიღვიძოს და მთელი ქალაქი ზეთოვანი, გაჩეჩილი თმებით შემოიაროს თითქოსდა მის თმებში გუშინ ღამ კატას ეძინა?ანდა ვის უნდა ესეთი ადამიანის გვერდით ქალაქში სიარული?ასე რომ, ქალბატონებო, დროათმას მივხედოთ.ძვირიან სალონებში სიარული არაა აუცილებელი, უბრალოდ სუფთა და დავარცხნილი მაინც გვქონდეს რომელსაც სასიამოვნო სურნელება ექნება.თქვენ გაოცდებით, თუ რამდენად უკეთესად და თავდაჯერებულად იგრძნობთ თავს და მოთხოვნადიც გახდებით.ასე რომ, თუ გსურთ იყოთყველასათვის სასურველი ''ლედი'' ქალაქში, კატებს ხალიჩაზე ეძინოთ, ჩვენ კი თმას მივხედოთ.
8.ჭკვიანი ძლიერი ქალები!
ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, ქალს რომელსაც ყოველთვს და ყველაფერზე პასუხი და საკუთარი აზრი გააჩნია, ჭკვიანია, მაშინ როცა მეორე ნაწილი(ძირითადად ბოღმა ქალები :D) ფიქრობს რომ ის ტრაბახა და მეტიჩარაა.ამ ტიპის ქალები ხშირ შემთხვევაში მიჩნეულები არიან როგორც ყოვლისმცოდნე და აქედან გამომდინარე არაა გასაკვირი რომ მათ მამაკაცები გაურბიან, რადგან ფიქრობენ რომ ისინი ამაყები და ზედმეტად თავდაჯერებულები არიან.ამ ტიპის ქალებთან ურთიერთობა მართლაც რთულია, მაგრამ თუ იცით როდის ილაპარაკოთ და როდის გაჩუმდეთ, მაშინ პრობლემა არ გექნებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კაცი კომპლექსდება და მართლაც შორს დაიჭერს თქვენგან თავს.დაე ვიცოდეთ ყველაფერი, მაგრამ არ შევიმჩნიოთ, ვაკონტროლოთ ჩვენი ემოციები და გრძნობები და ყველაზე უჩვეულო ადგილებშიც კი გრაციოზულად გვეჭიროს თავი.საერთოოდ არ გჭირდება ამტკიცო რამდენად ჭკვიანი ხარ, ისიც საკმარისია რომ ეს შენ იცი და შენ ტყავში კომფორტულად გრძნობ თავს.გახსოვდეთ:იყო ჭკვიანი კარგია, ყოვლისმცოდნე კი სრულებითაც არა.
9.მოდის მიმდევარი გოგონები!
საკმაოდ კარგია თუ შენ მოდის მიმდევარი ხარ და იცი როგორ გამოიყურებოდე ლამაზად და მოხდენილად.ამ ტიპის ქალისთვის მამაკაცს უარის თქმა უჭირს, რატომ?იმიტომ რომ ამ ტიპის ქალები ძალიან საინტერესოები არიან მამაკაცებისთვის.თუმცა გავითვალისწინნოთ რომ კაცების უმრავლესობას სურს რომ მისი ქალი ყოველთვის საზოგადოებასთან ადეკვატურად გამოიყურებოდეს, არც შეფუთული და არც ნახევრად შიშველი, ასე რომ დავიცვათ ოქროს შუალედი და დროა თქვენი გარდერობი განაახლოთ.იმას არ ვგულისხმობ ყველაფერი გადაყარეთთქო, უბრალოდ იმათი შეხამება უნდა ვისწავლოთ რაც გვაქვს და უკვე მოდიდან გადასულ და გაცვეთილ ჩვენთვის საყვარელ ზედასა თუ ქვედასაც უნდა შეველიოთ.მაგალითად, მე დარწმუნებული ვარ თითქმის ყველა თქვენგანს რომელიმე მულტფილმის პერსონაჟით მოხატული 1 პიჟამო თუ მაიკა მაინც გექნებათ, გთხოოოვთ...გააჩუქეთ...
10.თავის თავში დარწმუნებული წარმატებული ქალები!
არის მოსაზრება რომ ასეთ ქალებს კაცები ერიდებიან, თუმცა მათ თუნდაც გაუცნობიერებლად მაინც ძალიან იზიდავთ ესეთი ქალები.თავის თავში დარწმუნებული ადამიანი ძალიან საყვარელი და საინტერესოა, როგორც კაცი, ასევე ქალი.თითოეულმა კაცმა უნდა იცოდეს, როგორია ცხოვრება ძლიერი და წარმატებული ქალის გვერდით.თუმცა ფრთხილად, არ უნდა ვიყოთ მბრძანებლური, ამ ორ უკანასკნელს შორის კი ოქროს ხაზი თქვენ უნდა განსაზღვროთ, თორემ ზევით აღნიშნულ თეორიას გავამართლებთ.სცადეთ იყოთ ესეთი და შედეგით გაოცდებით!
11.ფლირტის მოყვარული ქალბატონები!
დიახ, ფლირტი კიდევ ერთი კარგი, მაგრამ არა საუკეთესო ხერხია მამაკაცის მოსახიბლად.ფლირტის რამოდენიმე სახეობა არსებობს, ჩვენ ყველაზე ნაკლებად გამომწვევი და გამაღიზიანებელი სახეობა უნდა ავირჩიოთ.ფრთხილი უნდა ვიყოთ და უნდა ვიცოდეთ როდის და სად მივმართოთ აღნიშნულ ხერხს.ასევე უნდა ვიცოდეთ როგორ მივუდგეთ სხვადასხვა ტიპის მამაკაცებს, მათ ხომ განსხვავებული სტანდარტები აქვთ.მაგალითად ალბათ ყველა ვხვდებით რომ კაცს რომელიც შარვალ-კოსტუმს და ჰალსტუხს ატარებს, უფრო მკაცრია და მაღალი მოთხოვნილებებიც აქვს.ასე რომ გავითვალისწინოთ.
12.კომუნიკაბელური ქალები!
ჩვენ ყველას გვინდა გვერდით ისეთი ადამიანი გვყვავდეს რომელმაც იცის როგორ დაამყაროს კომუნიკაცია უცხო ადამიანებთან, თუნდაც ჩვენს ''წრეში'', არა?რა თქმა უნდა ცუდი არაფერია იმაში რომ ხანდახან სახლში დავრჩეთ და ვიფუსფუსოთ, მაგრამ თუ არჩევანზე დადგა საქმე, კაცი მაინც ისეთ ქალს აირჩევს ვინც კომუნიკაბელურია, უყვარს გარეთ სიარული, მეგობრების დიდი წრე ყავს და არც უცხო ადამიანებთან უჭირს კონტაქტი, ''მუდო'' არავის მოსწონს(თუმცა ნუ იტყვი...მე ვარ :D)თუ შენ ამ კატეგორიას მიეკუთვნები მაგრამ ჯერ კიდევ არ შეხვედრილხარ შენ ''პრინცს'', იმედი ნუ გაგიცრუვდება, გაიჩინე ახალი მეგობრები, აღმოაჩინე ახალი გასართობი ადგილები, რაც უფრო ბევრგან ივლი, შანსი მით უფრო მეტია შეხვდე მას.და თუ მართლა ''მუდო'' ხარ და ესეთი ცხოვრება არ გიზიდავს, არც ესაა პრობლემა, ალბათ სხვა კატეგორიას წარმოადგენ, კომუნიკაბელურობა ხომ ერთადერთი გზა არაა კაცის დასაინტერესებლად.
13.უცნაურად ჩაცმული და ყოველთვის მარტოდ მოსიარულე ქალები თუ გოგონები!
არ ელოდით ამ კატეგორიას?დიახ, აღმოჩნდა რომ ესეთი ტიპის ქალებიც საინტერესოა ზოგისთვის.ქალი, რომელიც მიუხედავად XXIსაუკუნეში ცხოვრობს, ჯერ კიდევ არ იცის როგორ წარმოთქვას სწორად ''Facebook''-ი, ან როგორ დაამატოს სასაუბროში სტიკერები თუ გიფები.ქალი რომელიც ზოგჯერ ყველაზე ხმამაღალიამეგობრების გარემოცვაში, ზოგჯერ კი ისე წყნარი რომ მისი იქ ყოფნაც გავიწყდება.დიახ, რაღაც ამოუხსნელი მიზეზის გამო, ესეთი ტიპის ქალები საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესოები არიან მამაკაცებისთვის.იმიტომ ხომ არა რომ ესეთებს მიამიტის აურა აქვთ?თითქოს გამოუცდელები და კაციც ფიქრობს რომ ადვილად ''შეაბავს''?ან იქნებ იმიტომ რომ ესეთები ყოველთვის საყვარლები და თბილები არიან ახლო ურთიერთობაში?ვინ იცის...
14.პასუხისმგებლობის უნარის მქონე ქალბატონები!
ქალს რომელსაც პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალთა ტიპია კაცებისთვის.განა ვინმეს უნდა ცოლად შეირთოს ქალი რომელსაც საკუთარი თავისთვისაც ვერ მიუხედავს?და ვერასოდეს ასრულებს თავის მოვალეობებსა თუ დანაპირებს?ასე რომ, აუცილებელი მოთხოვნაა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები და დანაპირები, სხვა შემთხვევაში ხომ მატყუარა და შეუმდგარი ქალი გამოდიხარ რაც საერთოდ არ გვაწყობს.
15.ქალები თუ გოგონები, რომლებთან ურთიერთობაც მეგობრობით დაიწყო!
ძალიან მაგარია როდესაც საუკეთესო მეგობარი გიყვარდება.მას ყველაზე კარგად იცნობთ და შეგიძლია ნებისმიერ თემაზე ესაუბრო.ერთ-ერთი ქალთა ტიპი რომლებზეც გიჯდებიან მამაკაცები, სწორედ უახლოესი მეგობარი ქალია.ჩვენთვის ხომ ძალიან მნიშვნელოვანია კმფორტულად ვიგრძნოთ თავი ჩვენს მეორე ნახევართან, ასევეა ბიჭიც.შეიძლება ვფიქრობდეთ რომ ისინი არ არიან ჩვენსავით მგრძნოაბიარენი, მაგრამ ვცდებით, გრძნობებიმ მათაც გააჩნიათ.როდესაც მეგობრობა სიყვარულში გადაიზრდება, ეს საოცარი გრძნობაა, თითქმის ისეა როგორც რომანტიული ჯანრის ფილმებში, თუმცა არა, ეს ბევრად უფრო მაგარია, რადგან ფილმი ფილმია და ეს რეალობა!
16.გოგონა შენი კორპუსიდან!
ერთი შეხედვით ის უბრალო, წყნარი და ჩვეულებრივი გოგოა, თუმცა ის საერთოდ არაა ისეთი როგორადაც გამოიყურება.ის სინამდვილეში საკმაოდ მიმზიდველია, უბრალოდ ამას არ იმჩნევს.უმეტესად თმები მუდამ ან გაშლილი ან აწეული და შეკრული აქ რადგან სალონებში დროსა და ფულს არ ხარჯავს, მუდამ დიდი სვიტერი და ჯინსი აცვია რადგან ამაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს.ეს დამოკიდებულება კი აგიჟებს მამაკაცებს.ეს ის ტიპის გოგოა რომელიც ყველა ჩვენგანს გვინდა ვიყოთ, რადგან არაფერ განსაკუთრებულს არ აკეთებს მაგრამ მაინც სულ ყურადღების ცენტრშია.რათქმაუნდა, უნდა ვიზრუნოთ ფრჩხილებზე, თმებზე და რაც შეიძლება კარგად უნდა გამოვიყურებოდეთ, თუმცა ურიგო არაა ზოგჯერ ჩვენც ავიღოთ რაღაც ''მეზობლის'' გოგოსგან, ხანდახან მაინც, ვიყოთ ის ვინც ვართ და ცხოვრებას პოზიტიურად შევხედოთ.
17.მზრუნველი და ყურადღებიანი ქალები!
როდესაც კაცს ყურადღებიანი და მზრუნველი ქალი ყავს, რომელიც მისთვის ყველაფერს აკეთებს და ხანდახან რომანტიულ სიურპრიზებსაც არ აკლებს, იგი ისეა მისით გატაცებული რომ სხვისკენ არც კი გაიხედავს.თუმცაღა...ეს კიდევ ერთი სიტუაციაა, სადაც საჭიროა ზღვარი ვიცოდეთ.არსებობს ძალიან თხელი ხაზი მზრუნველობასა და ''ზედმეტად'' მზრუნველობას შორის, რაც უკვე ტვინის ბურღვაში გადადის, ესეთები კი ნამდვილად მომაბეზრებელია მამაკაცებისთვის.კაცს მოსწონს როდესაც ქალმა იცის როგორ მოექცეს მას.მზრუნველობაში არ ვგულისხმობ მას პატარა ბავშვივით მოექცეთ და ყოველ ნახევარ საათში აკონტროლოთ, სადაა, როგორაა და ასე შემდეგ, უბრალოდ ვიცოდეთ ზღვარი და ისეთი ქალები ვიყოთ რომ კაცს უხაროდეს სახლში მოსვლა, და არა ფიქრობდეს ''ნეტა სახლში არ ვიყო მისასვლელიო''.უცნაურად ჟღერს მაგრამ ასეა.მისი კონტროლის მაგივრად იყავი ყურადღებიანი:ავად ყოფნის დროს ცხელი ჩაი და სუპები მოუმზადე, წამლები დაალევინე, ტანსაცმელი გაუმზადე დილით სამსახურში წასასვლელად, აგრძნობინე რომ ის მნიშვნელოვანია შენთვის, ცოტა თავისუფლებაც მიეცი, მიხვდეს რომ მის გადაწყვეტილებებს და გრძნობებს პატივს სცემ.ალბათ სრულიად გასაგებია თუ რატომ მოსწონთ ესეთი ქალები კაცებს.ვიყოთ ზომიერად ყურადღებიანი და მზრუნველები, ჩვენც ხომ ესეთი მამაკაცი გვინდა გვერდით?ხოდა ეს ორივე სქესს ეხება.
18.ქალი რომელიც არასოდეს მოაწყენს!
ჩვენ ყველას გვინდა ვიყოთ მხიარული(ყოველ შემთხვევაში ვცდილობთ) და ყოველთვის შეგვეძლოს ''მისი'' გამხიარულება, და თვითონაც თუ მხიარულია ხომ უკეთესი.როგორც ჩვენ გვინდა რომ შეყვარებულთან არ მოვიწყინოთ, ასეა ბიჭებიც.ბოლოს და ბოლოს, რა აზრი აქვს იმ ადამიანთან ურთიერთობას რომელიც სულ მოწყენილია და არც კი იღიმება?ჩვენ მოგვეწონება ''გაუღიმარი ხელმწიფე''?ეს მხოლოდ საშინელება ჟანრის ფილმის სიუჟეტად თუ გამოდგება და არა ბედნიერი და წარმატებული ურთიერთობის დასაწყებად.ბიჭებს უყვართ მხიარული გოგონები, ასე რომ ხანდახან დავივიწყოთ პრობლემები და ვიყოთ შეძლებისდაგვარად მხიარულები, კარგი?შევთანხმდით!
19.გოგო რომელიც საკმაოდ მიმზიდველია და ვერც კი ხვდება ამას!
ამაზე შეიძლება მაგალითი მოიყვანო:ჩვენ არაფერი გვძულს იმაზე მეტად, როდესაც ბიჭი აშკარად ხაზს უსვავს რომ ძალიან სიმპატიურია, ეს ყველაზე კარგი ხერხია გოგოს მოსაცილებლად თუ ის არ მოგწონთ.ასევეა ბიჭებიც:მას ისეთი ქალი უნდა გვერდით, რომელიც მართლაც ლამაზია მაგრამ ამას არ აღნიშნავს და არ იმჩნევს, ან სულაც მართლა არ ფიქრობს რომ ესეთი ლამაზია, ეს კი კაცებს აგიჟებს.პატივმოყვარეობის გამოხატვა არაა ლამაზი, ეს ორივე სქესის წარმომადგენლებს ეხება.დავიფასოთ თავი მაგრამ ზომიერად, ჩვენი ვიზუალი და დამოკიდებულება იტყვიან ჩვენ სათქმელს
20.ქალები, რომლებსაც უყვართ გამოწვევები და თავგადასავლები!
არსებობს ორი კატეგორიის ადამიანი:ის ვისაც უყვარს თავგადასავლები, და ის ვისაც სძულს თავგადასავლები.ჩვენ კი კარგად ვიცითრომლს მივეკუთვნებით.ჩვენ ან გვიყვარს და რაღაც-რაღაცეებს უცებ და მოულოდნელად ვაკეთებთ, სპონტანურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და გამოწვევებზეც არ ვამბობთ უარს, ან სახლში მშვიდად ყოფნა და ფუსფუსი ყველაფერს გვირჩევნია.აქ არ არსებობს კარგი ან ცუდი, ეს ჩვენ პიროვნებაზეა დამოკიდებული და ისეთები ვართ როგორებიც ვართ.მიუხედავად იმისა რომ ცუდი არაფერია თუ მშვიდი ცხოვრება გიყვართ, ბიჭები მაინც თავგადასავლების მოყვარულებს არჩევენ, მათთვის ისინის ძალიან საინტერესო და მიმზიდველები არიან.არასოდეს იციან რას მოიმოქმედებენ, რას იტყვიან, ეს კი მათთვის დამაინტრიგებლურია და დარწმუნებულნი არიან მათთან არასოდეს მოიწყენენ.
P.S.უამრავი სახისა თუ კატეგორიის ადამიანი არსებობს, ბოლომდე ვერასდროს ვერავის ვერ ამოიცნობ, ვერც იმას განსაზღვრავ რაა კარგი და რა ცუდი, ყველა ინდივიდია და არსებობის უფლება ყველას აქვს.რაც შეეხება პარტნიორობას, თუ შენ ამას კითხულობ (:D) და ჯერაც მარტო დაიარები, გული არ გაიტეხო, გახსოვდეს რომ სადღაც ვიღაც შენთვის დაიბადა, უბრალოდ უნდა იპოვნო!წარმატებები!
3008 5-ს მოსწონს
|