x
image
თამარი555
ადრიანო ჩელენტანო

image



“ერთადერთი რამ, რისთვისაც უნდა მიისწრაფვოდეს ადამიანი


ცხოვრებაში, __ეს სიყვარულია."__ ადრიანო ჩელენტანო.




ადრიანო ჩელენტანო დაიბადა 1938 წელს. პირველი მისი დიდი ოცნება იყო, რომ “ ეშოვა ბევრი ფული, რათა უზრუნველეყო ყველა ახლობელი". როდესაც ჩავიდა ის მილანში პირველად, ცდილობდა სამუშაო და წარმატება ეპოვა.... მაგრამ იქ არაფერი იყო, მწვანე მდელოსა და წინ მდებარე თევზის ბაზრის გარდა. საღამოობით ჩელენტანოს ოჯახი გამოდიოდა ვერანდაზე და იტალიურ ხალხურ სიმღერებს მღეროდა. ჩელენტანო კი უსმენდა. მას არ რთავდნენ ნებას მონაწილეობა მიეღო საჯარო კონცერტებში.

მეხუთე კლასის დამთავრების შემდეგ მან სწავლა მიატოვა. მას უფრო საინტერესოდ ეჩვენებოდა მესაათე ბიძასთან შეგირდად მუშაობა. ის ალბათ ბევრ მაღვიძარას შეაკეთებდა მილანში, რომ არა მის წინ მდებარე მუსიკალური მაღაზია. და იქ ხშირად გიტარაზე მღეროდა სიმღერებს ელვის სპრესლის რეპერტუარიდან.



image


მოგვიანებით ის ასრულებდა ახალგაზრდა მომღერლის ლუი პრიმას პაროდიას, რომელსაც ის ჰგავდა კიდეც გარეგნობით. შემდეგ კი რომელიღაც იმპრესარიომ ანდრიანოს შესთავაზა პროფესიონალურ სცენაზე გამოსვლა. და ამის შემდეგ დაიწყო ანდრიანოს თვითშემოქმედებით კონკურსებზე მონაწილეობის მიღება. ოთხი წლის შემდეგ მას სიმღერის ტექსტებს მიკელე დელ პრეტე უწერდა. სამი წლის შემდეგ კი მან გაიმარჯვა როკენროლის ევროპულ კონკურსზე, მილანის სპორტის სასახლეში. მან მიიღო ტიტული __“ადამიანი ზამბარებზე".


ანდრიანო ჩელენტანო ძალიან პოპულარული გახდა საკუთარ ქუჩაზე__სახელწოდებით “ გლიუკი". როგორც კი გადმოვიდოდა მანქანიდან, მაშინვე გარშემო უამრავი ადამიანი ეხვეოდა, რომლის უმეტესობა მისი ნათესავები იყვნენ. “ადრიანო გამარჯობა, ეს მე ვარ დეიდა სოფი."__ეძახდა მას რომელიღაც დეიდა. “შენ უკვე დიდი ადამიანი ხარ და არ დაივიწყო ჩემი სერჟო."



image


ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ადრიანო საავადმყოფოში არ მოხვდა, დიაგნოზით “ნერვული აშლილობა". და კვლავ მისი პალატის ქვეშ უამრავი ადამიანი იყრიდა თავს. და ბოლოს მისი გამოწერის დღეს მას ექიმმა უთხრა:“ თქვენ არ იცით აქ რა ხდებოდა, ვიღაც ჟურნალისტმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გარდაიცვალეთ და ტელეფონი არ ჩერდებოდა, აქ თავი მოიყარა უამრავმა ადამიანმა."


image





























1963 წლის იანვარში ფილმის “უცნაური ტიპის" გადასაღებ მოედანზე შეხვდა ლამაზ ქალ მსახიობს კლაუდია მორს, იგი ადრეული ასაკიდან მონაწილეობდა ფილმებში, როგორიცაა “სოდომი და გომორი", “როკო და მისი ძმები", მაგრამ ამ ფილმზე “უცნაური ტიპი" რთულად ჩაერთო გადაღებებში. ეძებდნენ მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებელს და რეჟისორ პიერო ვიზარელის დახმარებით იპოვეს შემსრულებელი.


მთავარ რეჟისორ ფულჩისთან ადრიანო ჭუჭყიან პერანგში გამოცხადდა, ვულგარულად გადაღეღილი მკერდით, შავი პატარა ქუდით. ნახევრად შიშველი ფეხებით და გიტარით ხელში. რეჟისორის თხოვნაზე, რომ მოეყოლა მისი ბიოგრაფიის შესახებ მან უცნაურად უპასუხა:“მე__ღმერთის თაყვანისმცემელი ვარ და მოვედი დედამიწაზე მისი ინტერესების დასაცავად."__ და ზუსტად ასეთ “უცნაურ ტიპს" ეძებდა რეჟისორი ფულჩი უკვე რამოდენიმე თვის განმავლობაში.



image



ადრიანო და კლაუდია დაქორწინდნენ 1964 წლის 14 ივლისს. თვითონ ქორწილიც შეიძლება კომედიის სცენარიც გამხდარიყო. რომ გაქცეოდნენ პაპარაცების შემოტევას მათ ჯვარი დაიწერეს ღამის სამ საათზე. მოწმეებს ზეზეულად ეძინათ. სანამ ეკლესიაში შევიდნენ წყვილმა ჩხუბიც მოასწრეს. პატარძალს მისი ჰალსტუხი არ მოეწონა.


ელიტარულ შეხვედრებზე ის ლურჯ-მწვანე პერანგით მიდის, მაღალქუსლიანი ჩექმებითა და მარცხენა თვალის მსუბუქი იასამნისფერი შეფერილობით.

ერთხელ მან ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა მილანის ცენტრში__გადმოვიდა მანქანიდან თეთრი კოსტუმით და შავი შლიაპით.... და დაიწყო ვალსის ცეკვა. მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში გამოტყდა რომ გადიოდა ახალი ფილმის სცენის რეპეტიციას.


image


ადრიანო ჩელენტანოს გამოშვებული აქვს 30 ალბომზე მეტი, საერთო ტირაჟით 70 მილიონზე მეტი, მონაწილეობა აქვს მიღებული 40 ფილმში. პირველ ადგილზე მისთვის ოჯახი დგას. ის ცხოვრობს თავის ვილაში ოჯახთან ერთად, ქალაქ ბრიანცში. 100 კილომეტრის მოშორებით მილანიდან. თავისუფალ დროს ზოგჯერ საათების შეკეთებას უთმობს. მას ყველაფერი გააჩნია კომფორტული ცხოვრებისათვის: ჩოგბურთის კორტები, გახსნილი აუზი, ფეხბურთის მოედანი, საჯინიბო, ხმისჩამწერი სტუდია... და შადრევანი, რომლის ცენტრშიც კლაუდიას რკინაბეტონის ქანდაკებაა დადგმული..


image



“ მე უსაზღვროდ მიყვარს ის"__გამოტყდა ჩელენტანო მის ერთ-ერთ ინტერვიუში. “ მე მუდმივად შეყვარებული ვარ მასზე, მაგრამ ზოგჯერ მეჩვენება რომ მას არ ვუყვარვარ ისე ძლიერ, და ეს აზრი დიდ განცდებს და ტკივილს მაყენებს. მე ყოველ წუთს, ყოველ წამს უნდა ვიცოდე რომ სამყაროში არის ქალი, რომელსაც მე ვჭირდები."


“ მე მშვიდად შემიძლია ვიცხოვრო თაყვანისცემლების, წარმატების და დიდების გარეშე. გულის სიღრმეში მე__მესაათე ვარ. განსხვავებით ჩემი კოლეგებისაგან. მე უბრალოდ გამოვიმუშავებ საარსებო წყაროს ჩემი მსახიობობითა და სიმღერით."

7
504
5-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
504
  
2013, 22 მარტი, 23:34
:)))) ყოჩაღ მიხვდი
2013, 22 მარტი, 23:33
ააა ხო შემეშალა. ისე ძმაკაცები იყვნენ Toto Cotugno და ცჰელენტანო არა?
2013, 22 მარტი, 20:45
შეგეშალათ
2013, 22 მარტი, 20:44
ლაშანტემიკატარეეეეეეეე :)))
2013, 22 მარტი, 16:30
გაიხარეთ.
2013, 22 მარტი, 16:29
დიდი მადლობა
2013, 22 მარტი, 16:28
კარგი და საინტერესო სტატიაა.
0 1 7