შოუბიზნესი რიანას ავტობუსში ნარკოტიკი აღმოაჩინეს 2013, 22 მარტი, 14:50 საბაჟოს თანამშრომლებმა რიანას 10 ავტობუსი გაჩხრიკეს. ცნობილი ბარბადოსელი ლამაზმანი, რიანა კვლავ სკანდალში გაეხვია. ამჯერად მთავარი თემაა ნარკოტიკი. საქმე იმაშია, რომ რიანას ავტობუსების გაჩხრეკვისას საბაჟოს თანამშრომლებმა ნარკოტიკი აღმოაჩინეს. 10 ავტობუსი, რომლითაც გადაჰქონდათ აპარატურა და რეკვიზიტები მომღერლის შოუსთვის, საგულდაგულოდ შეამოწმეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის საზღვარზე. ჩხრეკვისას აღმოჩნდა, რომ რიანას ჯგუფის წევრი ცდილობდა საზღვარზე მარიხუანას გადატანას. ნარკოტიკი ცოტა იყო და ამიტომ მას მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაეკისრება. ჩხრეკის დროს ჯგუფის წევრებთან ერთად რიანა არ იმყოფებოდა, ვინაიდან მომღერალი ახლა ამთავრებს თავის ტურნეს ამერიკაში. როგორც ცნობილია, რიანა არ მალავს თავის დამოკიდებულებას მარიხუანის მიმართ. ცუდი გოგონაა, ვერაფერს იტყვი... 80 4-ს მოსწონს
|