სულელ, ნაგიჟარ და გადარეულ მსოფლიოს ახალი და ძალიან უცნაური სტატუსის მქონე მილიონერი ჰყავს : პლანეტის ყველაზე მდიდარი მაწანწალა კატა.
ძალიან რთული მისახვედრია, რას ფირობენ ხოლმე ექსცენტრიკული მილიონერები, როცა ცხოველებს კოლოსალურ თანხებს უტოვებენ ანდერძით, მაგრამ ასეთი შემთხვევა საკმაოდ ბევრჯერ დაფიქსირებულა. ერთი ეგ არის, აქამდე მხოლოდ ჯიშიანი ცხოველები მდიდრდებოდნენ და მაწანწალებს არასოდეს გამართლებიათ
10 მილიონი ევრო მაწანწალა კატა ტომაზინოს რომში მცხოვრებმა მილიონერმა, 1917 წელს დაბადებულმა მარია ასუნტამ დაუტოვა, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს გარდაიცვალა, მისი ანდერძის შესახებ კი ინფორმაცია მხოლოდ ახლაღა გავრცელდა
სტატია დაწერილია ბადრი ანთიას მიერ. მადლობა ყურადღებისთვის